თურქული პრესა 31/07/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1245336
თურქული პრესა 31/07/2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ჩავუშოღლუს S-400-ების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ:  „S-400-ები  ნატოსთვის პრობლემას არ წარმოადგენენ. თურქეთი ნატო-ს მრავალ მისიაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. S-400-ების საკითხი,  ნატოს არცერთ სამიტზე არ დამდგარა დღის წესრიგში. S-400-ების საკითხი თურქეთ-ნატოს საკითხებს სცდება და ის, ანკარა-ვაშინგტონის საკითხია,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ავუშოღლუმ.

გაზეთი „Haber Türk“-ი ბერათ ალბაირაქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ხაზინის  და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთის ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები წლის მეორე ნახევარში უფრო პოზიტიურ  შედეგს აჩვენებს. „მიმდინარე წლის მაისის თვიდან დღემდე ქვეყანაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს  კი იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთი უცხოური ინვესტიციებისათვის სანდო ქვეყანაა,“ განაცხადა ალბაირაქმა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ მალაიზიის თავდაცვის მინისტრმა მუჰამედ საბუმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურთ და ამისათვის შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ყველაზე ჯანსაღი ქალაქები ცნობილი გახდა“ და მასში ვკითხულობთ: დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაცია „ნუმბეო“მ მსოფლიოს ყველაზე ჯანსაღი ქალაქების სია გამოაქვეყნა. სამედიცინო მომსახურების და მსგავს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევების მიხედვით, თურქეთიდან ამ სიაში ხუთი ქალაქი მოხვდა. ესენია ბურსა, ანტალია, იზმირი, სტამბოლი და ანკარა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა   ჯაჰით თურანმა განაცხადა, რომ თურქეთი გიბრალტარის სრუტის, ატლანტიკის ოკეანის, სუეცის არხის, არაბეთის ნახევარკუნძულის, ინდოეთის ოკეანის, შავი და ხმელთაშუაზღვის, ევრაზიისა და შორეული აღმოსავლეთის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მდებარეობს ამიტომ, სარკინიგზო მაგისტრალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისივე თქმით, ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი ხაზის ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა რა, ეს როგორც თურქეთის ასევე რეგიონის ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელობანი  პროექტია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები