თურქული პრესა 26/07/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1242886
თურქული პრესა 26/07/2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ჰულუსი აქარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა,  ამერიკის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და დასძინა:  „ამერიკის დელეგაციას, ჩვენი ყველა შეთავაზება გავაცანით და ვუთხარით, რომ დაუყონებლივ განეხილათ საკითხი და ჩვენთვისაც  პასუხი დროული მოეცათ. ასევე მტკიცედ განვუცხადეთ, რომ დროის გაწელვის ლოდინს არ დაველოდებით და თუ საჭირო გახდება ოპერაციის დაწყების ინიციატივასაც გამოვიყენებთ, სირიაში,  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში.“

 „თურქეთი, საჰაერო თავდაცვის სისტემას აძლიერებს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთიდან შესყიდული S-400-ბის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პირველი პარტია თურქეთში ჩამოვიდა და მისი დამონტაჟების სამუშაოები დაიწყო. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ S-400-ების მეორე პარტიის მოწოდებაც ანკარაში უნდა განხორციელდეს.

გაზეთ „Star“-ში  ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: „F-35-ის პროექტში თურქეთის როლი“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ახალი თაობის ავიაგამანადგურებელ  F-35-ების 900 ნაწილს სწორედ მათი კომპანიები ამზადებენ. მათ შორისაა ავიაგამანადგურებლის ცენტრალური ნაწილი, მოტორის და ფრთების მრავალი ნაწილი და სხვები. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ  F-35-ის პროექტში თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთ-ევროკავშირს შორის 2014 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული რეადმისიის შეთანხმებიდან რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ევროკავშირმა დანაპირები არ შეასრულა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან დანაპირებების შეუსრულებლობის გამო შეთანხმება შეაჩერეს. რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირს თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა უნდა შემოეღო.

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადი და სამსახურეობრივი  პასპორტის მქონე თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღების განკარგულებას მოაწერა ხელი. 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები