თურქული პრესა 22/07/2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1239773
თურქული პრესა 22/07/2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ერდოღანის კვიპროსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 45 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ 45 წლის წინ განხორციელებული სამშვიდობო ოპერაცია კვიპროსელი თურქების უფლებების დასაცავად იყო მიმართული  და თუ საჭირო დარჩება, როგორც 45 წლის წინ მოხდა, ანალოგიურს  გააკეთებენ დღესაც.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოკტაის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ ვისაც სურს, რომ თურქეთი ამ რეგიონში მხოლოდ ანტალიის სანაპიროთი შემოფარგლოს, ძალიან ცდება. მისივე თქმით, თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ენერგეტიკული სიმდიდრეების გამოსაყენებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს რა, ამისათვის რეგიონში სეისმური და საბურღი გემები უკვე ჰყავს გაგზავნილი. ოქტაიმ ბოლოს ისიც დასძინა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კვიპროსელი თურქების უფლებებს ყველა პლატფორმაზე ბოლომდე დაიცავენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი პრეზიდენტის საფინანსო ოფისის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ნათქვამია: „სტამბოლის საერთაშორისო  ფინანსურ ცენტრად გადაქცევისათვის, მსოფლიოს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სწორედ ამ თვალსაზრისით, ჰონგ-კონგში, პეკინში, შანხაიში და სხვა ფინანსურ ცენტრებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ.“

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ტურისტების მიმღებ ანტალიაში მიდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, 6 მილიონ 914 ათასზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია. პროფესიული სასტუმროების  მენეჯერების ასოციაციის პრეზიდენტის ულქაი ათმაჯას განცხადებით, ანტალიაში ტურისტების მიღება თუ ამ ტემპით გაგრძელდება, წლის ბოლოსათვის საკურორტო ქალაქში ჩასულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ  შესაძლოა  16 მილიონს მიაღწიოს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ გუშინ, სტამბოლში   31-ე ბოსფორის საკონტინენტთაშორისო შეჯიბრება ცურვაში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 59 ქვეყნის 2400-ზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოელმა  მარათონელმა მოცურავემ მიიღო მონაწილეობა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები