თურქული პრესა 12.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1234520
თურქული პრესა 12.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოსნია და ჰერცეგოვინის აღმოსავლეთში მდებარე სრებრენიცაში 1995 წელში მომხდარი გენოციდის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით Twitter-ით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ევროპის თვალწინ მომხდარი სრებრენიცას გენოციდი, რომლის დროსაც 8 ათას 372 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, ისტორიის მანძილზე არასოდეს იქნება დავიწყებული. 24-ე წლისთავზე სრებრენიცას გენოციდის დროს დაღუპული ჩვენი ბოსნიელი ძმების სული ღმერთმა ნათელში ამყოფოს და სამძიმარს ვუცხადებ ბოსნიელ ხალხს.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ისტორიაში პირველად 2019 წელში იქნა ჩინეთში ბალი ექსპორტზე გატანილი. თურქეთმა ჩინეთში 1 მილიონს 380 ათასი დოლარის ღირებულების ბალი შეიტანა, ჰონგ-კონგში კი 76%-იანი ზრდით 3 მილიონ 457 ათასი დოლარის თურქული ბალი გაიგზავნა.  

ანკარის ესენბოღას აეროპორტი გასულ თვეში 1 მილიონ 180 ათას, ხოლო 6 თვეში დაახლოებით 7 მილიონ მგზავრს მოემსახურა -  წერს გაზეთი „საბაჰი“

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდაცვისა და ავიაციის სექტორის, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41,4%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამერიკა, სადაც თავდაცვისა და ავიაციის სექტორის ექსპორტი 17,8%-ით გაიზარდა, 403 მილიონ 583 ათასი დოლარით გარე გაყიდვებში პირველ ადგილზე მოხვდა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯეისონ დერულომ Regnum Live in Concert 2019-ის ფარგლებში ანტალიაში კონცერტი გამართა, რომელსაც უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ესწრებოდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები