თურქული პრესა 11.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1234002
თურქული პრესა 11.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც,  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მორგან ორტაგუსის მიერ თურქეთის S-400-ის შეძენის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე აღნიშნა: „ამერიკის მხარეს მოვუხმობთ თავი შეიკავოს დიპლომატიისა და დიალოგის გამორიცხვით ურთიერთობებისათვის ზიანის მიმყენებელი მცდარი ნაბიჯების გადადგმისგან.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთის სუვერენული უფლებაა. არავის აქვს უფლება კომენტარი გააკეთოს. მხოლოდ თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას რისი გაკეთება სურს თავის კონტინენტურ შელფზე. ვდგამთ საერთაშორისო სამართლის შესაფერის ნაბიჯს. გავაგრძელებთ გაბურღვით სამუშაოებს.“

მესამე დამოუკიდებელი ასაფრენი ზოლით, რომლის გახსნაც 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, სტამბოლის აეროპორტი თურქეთში პირველი და ევროპაში ამსტერდამის შემდეგ მეორე აეროპორტი იქნება, რომელსაც ამ რაოდენობის ასაფრენი ზოლით შეეძლება დამოუკიდებელი პარალელური ოპერაციის განხორციელება - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ახალი ასაფრენი ზოლით საჰაერო მიმოსვლის მასშტაბები საათში 80 აფრენა-დაფრენიდან 120-მდე გაიზრდება და ასაფრენი ზოლის დასრულების შემდეგ ამჟამინდელი ტაქსის დრო 50%-ით შემცირდება.   

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი იახტებიდან "Flying Fox"-ი მუღლას მარმარისის რაიონში შევიდა. დატჩადან თურქეთში შემოსულ "Flying Fox"-ზე რუსი ბიზნესმენი დიმიტრი კამენშჩიკი და რუსი, ინგლისელი, ფრანგი და უკრაინელი სტუმრები იმყოფებიან. 

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, კალათბურთის კლუბებიდან „ანადოლუ ეფეს“-ი „ევროპის ლიგის Devotion-ს მარკეტინგის დაჯილდოების“ ფარგლებში ვერცხლის ჯილდო მფლობელი გახდა. კლუბის განცხადების მიხედვით, თურქეთის ავიახაზების თასზე ევროპის თასის 16 და ULEB-ის ევროპის თასის 24 კლუბის მარკეტინგული საქმიანობის შეფასების შედეგების მიხედვით „ანადოლუ ეფეს“მა ვერცხლის ჯილდო მიიღო. ოქროს ჯილდო ლიეტუვას „ზალგირის“ს, ბრინჯაოს კი გერმანიის „მიუნხენის ბაიერნ“ს გადაეცა.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები