თურქული პრესა 04.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1229937
თურქული პრესა 04.07.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა უცხოელ სტუდენტთა რიგით მერვე ოფიციალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე და განაცხადა: „სადაც არ უნდა იცხოვროთ, რა საქმესაც არ უდნა აკეთებდეთ, ამ ქვეყანასთან კონტაქტი არასოდეს გაწყვიტოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი საერთო ენაა. ერთად უნდა ვიმუშაოთ მანამდე სანამ არ ავაშენებთ გლობალურ წყობას, სადაც სამართლიანობა იქნება დამყარებული.“

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ დაწყებულიო პროექტის ფარგლებში TRT World-ის მიერ ფეტულაჰის ტერორგანიაცია FETÖ-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "The NetworK"-ის სპეციალური ჩვენება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისა და თურქეთის სირიაში მცდელობები საერთაშორისო სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილია - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. პუტინმა, მოსკოვში თურქეთის ელჩის მეჰმედ სამსარის მიერ რწმუნებათა სიგელის გადაცემის დროს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულმა პარტნიორობამ სტრატეგიულ დონეს მიაღწია და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, თურქეთის ავიახაზებმა თავის მგზავრებს სპეციალურად Versace-სა და Mandarina Duck-ის მიერ მათთვის მომზადებული სამგზავრო კომპლექტები შესთავაზა. კომპლექტებში შედის წინდები, ყურის საცობი, გაუმჯობესებული თვალის ნიღაბი და გამაფრთხილებელი სტიკერები, ვერსაჩეს ტუჩის ლოსიონი, ხელის ლოსიონი, სახის სპრეი და თმის  სამაგრი.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთის უდიდესი პროექტებიდან სტამბოლის აეროპორტმა არა მხოლოდ ფრენების რაოდენობით არამედ მგზავრთა რაოდენობის კუთხითაც რეკრდი დაამყარა. 2019 წლის 6 აპრილიდან დღემდე შიდა და საერთაშორისო რეისებზე მთლიანობაში ასი ათასი ფრენა შესრულდა და 15 მილიონ 988 ათას 748 მგზავრი იქნა გადაყვანილია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები