თურქული პრესა 26.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1225421
თურქული პრესა 26.06.2019

                                         

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარემ რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა და დაგმო ფრანგი კოლეგის, ემანუელ მაკრონის ჩარევა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგეტიკულ კრიზისში. “ამ საკითზე საფრანგეთს არაფერი აქვს სალაპარაკო. თურქეთი თუ ლაპარაკობს, იმიტომ, რომ არის გარანტორი ქვეყანა, საბერძნეთი თუ ლაპარაკობს, იმიტომ, რომ არის გარანტორი ქვეყანა, ინგლისი თუ ლაპარაკობს, იმიტომ, რომ არის გარანტორი ქვეყანა, მაგრამ, საფრანგეთი რატომ ლაპარაკობს და რატომ ერევა ამ საქმეში, ეს ვერ გაგვიგია, რადგან, მას არ აქვს ამის კომპეტენცია და უფლებამოსილება“, განაცხადა ერდოღანმა, წერს გაზეთი სტარი

“რუსული S-400 სისტემებს მომავალი თვიდან ჩავიბარებთ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: ეს განცხადება ეკუთვნის ერდოღანს და იგი გუშინ, თავისი პარტიის საპარლამენტო ფრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისივე თქმით, უსაფრთხოების საჭიროებების საკითხებში თურქეთის კარი ღიაა ასევე სხვადასხვა არჩევანისთვის და ალტერნატივებისთვის. "ანკარა, თავისი უსაფრთხოების საკითხში არავისგან ნებართვის აღებას არ საჭიროებს და არც ვინმეს ზეწოლის წინაშე მოიდრეკს ქედს. S-400 საკითხი პირდაპირ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის საქმეს ეხება და ამიტომ არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან," განაცხადა ერდოღანმა, ხაზს უსვამს ჰურრიეთი

Sabah-ი იუწყება, რომ ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანეთში დაბუდებული ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ 27 მაისიდან დაწყებული ოპერაცია სახელწოდებით “კლანჭი“, გრძელდება და მის ფარგლებში წარმატებით გამოსცადეს ახალი თურქული გრძელმანძილიანი რაკეტა სახელწოდებით “Bora/ბორა“, რომელსაც ყველანაირი სამიზნის განადგურება შეუძლია 300 კმ-ის ფარგლებში და ახლა მისი მანძილის 1000 კმ-მდე გაზრდაზე მუშაობენ

Yeni Şafak-ის მიხედვით კი რუსი პოლიციელების შემდეგ, რუს სამხედროებსაც მიეცათ თურქეთში დასვენების უფლება. რუსეთმა 2014 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აუკრძალა ნატო-ს წევრ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში დასვენება. მიმდინარე წელს მოსკოვმა თურქეთში დასვენების აკრძალვა ჯერ პოლიციელებს მოუხსნა, ახლა კი სამხედროებს, ამიტომაც ამ ზაფხულს უფრო დიდი ოდენობით რუს ტურისტებს ელიან თურქეთის კურორტებზე, აღნიშნავს იენი შაფაკი

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე იტყობინება, რომ ფინანსური სამყაროს მიერ დაწესებული ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, “ყველაზე საუკეთესო საერთაშორისო პროექტი“, ერგო თურქულ ბანკ “Ziraat Bank“-ს. თურქულმა ბანკმა ეს ჯილდო დაიმსახურა ინოვაციური პროექტების, მომხმარებელთა გამოცდილებისა და ერთგულების, მონაცემთა ბაზის ანალიზისა და სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის შესახებ წარმატებული საქმიანობების გამო, წერტილს სვამს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები