თურქული პრესა 17.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1219546
თურქული პრესა 17.06.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აზიაში ძალთა,   ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი შეიქმნა. მისივე თქმით, იმისათვის რომ გავლენიანი ქვეყანა იყო, არა მხოლოდ რეგიონზე,  არამედ მსოფლიოზე უნდა გქონდეს ზეგავლენის მოხდენის ძალა. პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ თურქეთის მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ქვეყანად გადაქცევისათვის ყველა საჭირო ნაბიჯს დგამენ.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ აშშ-ს მხრიდან რუსეთ-თურქეთს შორის „S-400“-ის საჰაერო თავდაცვის სიტემის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას მსოფლიო მედიის  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით განცხადება:  „რუსეთთან   S-400-ის თემა  უკვე დასრულებული საქმეა. რაიმე სახის პრობლემები არ არსებობს. ვფიქრობ, სისტემის მოწოდება ივლისის თვის  პირველ ნახევარში დაიწყება“, მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებამ  სათაურის სახით გამოაქვეყნა.    

„საფრანგეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტყვის თქმის უფლებაც   არ აქვს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტყვის თქმის უფლებაც კი  არ აქვს და დასძინა: „მათ ვისაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ საუბრის უფლება აქვთ, შეუძლიათ ისაუბრონ. საფრანგეთს ვინ მისცა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ საუბრის უფლება? ან საიდან მოიპოვა? მსგავსი რამ არ არსებობს. რა საქმე აქვს საფრანგეთს აქ? მას არც საუბრის და არც რაიმე სახის ქმედების უფლება არ გააჩნია ამ რეგიონში.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ გარემოს  დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრი  მურათ ქურუმი  იაპონიის ქალაქ ნაგანოში, G20-ის წევრი ქვეყნების გარემოსა და ენერგეტიკის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას უცხოელ ინვესტორებს თურქეთში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

გაზეთი „Hürriyet“-ის მიხედვით თურქეთი ფრინველის ხორცის ექსპორტის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რა, 2019 წლის იანვრიდან დღემდის 266 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა. ყველაზე მეტი ექსპორტი იაპონიასა და ჩინეთში განხორციელდა.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები