თურქული პრესა 07/05/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1196450
თურქული პრესა 07/05/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა, კატარის შეიხმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რამაზნის (მარხვის) დაწყება მიულოცეს.

„S-400 თურქეთისთვის სტრატეგიული ნაბიჯია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტმა  იუსუფ ალაბარდამ განაცხადა, რომ თურქეთი,  რუსეთისგან შესასყიდი S-400-ის საზენიტო-საჰაერო კომპლექსით სირიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის, ეგეოსის ზღვის,  ჩანაქკალეს, ბოსფორის სრუტის და სხვა  მრავალ კუთხეში უფრო ეფექტური იქნება, ამიტომ S-400 თურქეთისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ანტალია და ალანია სკანდინავიური ქვეყნებისათვის ტურიზმის სფეროში ძალზედ მიმზიდველი ცენტრები გახდა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში შვედეთიდან ანტალიაში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 42%-ით, ნორვეგიიდან 87%,  ხოლო  დანიიდან 18% გაიზარდა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ აფიონის ქოჯათეფეს უნივერსიტეტის ვეტერინალური ფაკულტეტის ლექტორებმა ჩატარებული კვლევებით ბორის ელემენტის კიდევ ერთი სარგებელი აღმოაჩინეს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბორის ელემენტის  სოფლის მეუორნეობის პროდუქციებში გამოყენების შემთხვევაში მათი გამძლეობის ვადა თითქმის 20%-ით ხანგრძლივდება.

გაზეთი „Vatan“-ის მიხედვით, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრ,   მუსტაფა ვარანქის მონაწილეობით ქალაქ ბალიქესირში 19 წლის წინ გაჩერებული ქაღალდის ქარხანა ხელმეორედ ამოქმედდა. აქ სიტყვით გამოსულმა ვარანქმა აღნიშნა, რომ   ქარხნის  სრული დატვირთვით ამოქმედების შემთხვევაში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქაღალდის შესყიდვის  გარე დამოკიდებულებას შეამცირებენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები