თურქული პრესა 19.04.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1186365
თურქული პრესა 19.04.2019

      

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, Financial Times-ის მიერ თურქეთის ეკონომიკის შესახებ არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციების მიწოდების გამო, მეტად მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა. "დასავლური მედია საშუალებები ბოლო წლებში საერთაშორისო დონეზე ეწევიან ცილისმწამებლურ კამპანიებს და მეტად მძიმე მდგომარეობაში და ჩავარდნილად აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, როცა მის საწინააღმდეგოდ, თურქეთის ეკონომიკა მყარად და მდგრადად დგას ფეხზე და ასე გააგრძელებს რა განვითარებას, არავითარ ზეგავლენას არ მიიღებს დასავლეთის ამ ცილისმწამებლური კამპანიებისგან“, განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს საბაჰი

Star-ი იუწყება, რომ გუშინ, ერდოღანის თავჯდომარეობით, ანკარის ბეშთეფეს საპრეზიდენტო სასახლეში, მინისტრთა კაბინეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ  თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხო ზონა ფაქტიურად შექმნილია და ამის მაგალითად მოიყვანა მენბიჩის რეგიონი, სადაც კარგა ხანია რაც ერთობლივ პატრულირებას ეწევიან თურქი და ამერიკელი სამხედროები. მისივე თქმით, ახალი საპატრულო გრაფიკის შექმნისათვის კი ორივე მხარის დელეგაციები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. "ჩვენი უპირველესი მოლოდინი სირიის ჩრდილოეთში ის არის, რომ მენბიჩის საგზაო რუკა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და ევფრატის აღმოსავლეთით არ დარჩეს ტერორის რაიმე ნებისმიერი ელემენტი", ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, წერს სტარი

 “ანტალია მზად არის ახალი ტურისტული სეზონისთვის“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: წელს, ამ საკურორტო ქალაქში, რომელსაც თურქეთის ტურიზმის დედაქალაქადაც მოიხსენიებენ, 16 მილიონ უცხოელ ტურისტს ელიან და ამისათვის მზადება დაასრულეს. მთელი ზამთრის განმავლობაში სასტუმრო პანსიონატებში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, ახლიდან მოეწყო პლიაჟები და ნავმისადგომები, ახალი საზაფხულო ჩარდახები გაშენდა, კეთილმოეწყო სასტუმროების ეზოები, გასართობი და დასასვენებელი მოედნები და პეიზაჟი. მოკლედ, ანტალიაში ჩამოსული ტურისტები გონივრულად და შინაარსობრივად დაისვენებენ და გაერთობიან, ხაზს უსვამს ჰთ-ი

Hürriyet-ი ეკონომიკის გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს ხის დამამუშავებელი ტექნიკა-მანქანებისა და გვერდითი მრეწველობის ბიზნესმენთა ასოციაციის (AİMSAD) თავმჯდომარე მუსტაფა საბრი ეროლთან, რომლის თქმითაც ეს სფერო ამ ბოლო წლებში ძლიერ ვითარდება და მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს ქვეყნის ინდუსტრიის და ექსპორტის განვითარებაში. “დღეს ხისა და ფიცრის დამმუშავებელი მანქანები და ტექნიკა გაგვაქვს მსოფლიო 60 ქვეყანაში. გასულ წელს თუ ასეთი მანქანების 60 მილიონ დოლარის იმპორტი გვქონდა, სამაგიეროდ ექსპორტში გავიტანეთ 120 მილიონი დოლარის ღირებულების ასეთი მანქანები. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, 100-მდე ასეთი მანქანა შემოვიტანეთ უცხოეთიდან, ხოლო 400 კი გავიტანეთ“, განაცხადა ეროლმა, ვკითხულობთ ჰურრიეთში

 



მსგავსი ინფორმაციები