თურქული პრესა 26.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1152552
თურქული პრესა 26.02.2019

      

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ ანტარქტიდაზე შეიქმნა თურქი მეცნიერ-მკვლევარების დროებითი სამეცნიერო ბაზა. “ძალზედ საამაყო სურათია. ჩვენი დროშის იქ აღმართვა ჩვენთვის მეტად საამაყოა. ამასთანავე საკმაოდ რთული პროცესია, ჩვენს მეცნიერებს მადლობას მოვახსენებთ. ტელეფონით მესაუბრნენ იმაზე თუ როგორ რთულ პირობებში არიან, როგორ მოხვდნენ ქარიშხალში. ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა ვარანქმა, წერს საბაჰი

“გასულ წელს უცხოელებმა 13 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განახორციელეს თურქეთში“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს გაზეთი Star-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვესტიციო ოფისის თავჯდომარემ არდა ერმუტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთში, გასულ წელს უცხოელმა ინვესტორებმა პირდაპირი სახით 13 მილიარდ 163 მილიონი დოლარის კაპიტალი დააბანდეს, რაც დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ეს იმის მანიშნებელიც არის, თუ უცხოელები როგორ ენდობიან თურქეთის ეკონომიკის მომავალს. მისივე თქმით, გასულ წელს თურქეთში ყველაზე მეტი ინვესტიციები ჰოლანდიელებმა და აზერბაიჯანელებმა ჩადეს

Vatan-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ნური ერსოისთან, რომლის თქმითაც, აღმოსავლეთ ანატოლიის ბუნებრივი სილამაზეების გაცნობისა და ზამთრის ტურიზმის ფარგლებში ამიერიდან ე.წ. „აღმოსავლეთ ექსპრესი“-ის სახელწოდების მატარებელი, რომელზედაც დიდი მოთხოვნები არის,  სტარტს ანკარიდან აიღებს და ყარსში  ჩავა. მინისტრის თქმითვე, “აღმოსავლეთ ექსპრეს“-ით,  საერთაშორისო ტურისტების მიზიდვაც  სურთ.

Haber Türk-ი კულტურის გვერდზე იტყობინება რომ 2019 წელი კარგად დაიწყო ტურიზმის სექტორმა. შანლიურფას ოლქის გობექლითეფეს არქეოლოგიურ ცენტრს, მიმდინარე წლის 2 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ეწვია და საერთოდ წელს, მსოფლიოს ამ ყველაზე უძველეს დასახლებაში, რომელსაც 6 ათასი წლის ისტორია გააჩნია, მილიონზე მეტ ტურისტს ელიან

Hürriyet-ი წერს, რომ ინდოეთის ეროვნული ნაკრების წევრი ჭიდაობაში გეეტა პოგატი, რომლის ცხოვრება ასახულია Bollywood-ის მიერ გადაღებულ მხატვრულ ფილმ "Dangal"-ში, თურქეთის ჭიდაობის ცენტრ ედირნეში ჩამოვიდა და უკვე 10 დღეზე მეტია რაც ედირნეს ოლიმპიურ ცენტრში, თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრი მოჭიდავეების წვრთნებს ესწრება რა, თვითაც მონაწილეობს ამ წვრთნებში და ასე ემზადება მომავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონატისთვის



მსგავსი ინფორმაციები