თურქული პრესა 25/02/19

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1151692
თურქული პრესა 25/02/19

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყს ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს. საჰაერო ოპერაციები ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი  ზაპის და  ჰაკურკის  რეგიონებში განხორციელდა, რა დროსაც, სეპარატისტული ტერ ორგანიზაციების თავშესაფრები და  იარაღის საწყობები მთლიანად იქნა განადგურებული.

გაზეთი „Star“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ თურქეთს,  მემბიჯის და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის ტერორისტებისგან გასაწმენდი გეგმა შემუშავებული აქვს რა, როცა დრო მოვა, პრეზიდენტ ერდოღანის განკარგულებით, ეს გეგმა განხორციელდება.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) სტამბოლის აეროპორტიდან, საიდანაც ფრენები გასული წლის 31 ოქტომბერს დაიწყო, დღემდის 2173 ფრენა განხორციელდა და  272 ათას  821 მგზავრი იქნა გადაყვანილი.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ეგეოსის ტყავის და ტყავის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეიდან 28 თებერვლამდე მოსკოვში გასამართ,  ტყავის პროდუქციების გამოფენაზე 13 თურქული ფირმა იღებს მონაწილეობას. თურქული ფირმების მიზანი, რუსეთში ფეხსაცმლის ექსპორტის გაზრდა გახლავთ.

გაზეთი „Vatan“-ის მიხედვით თურქეთის ქალაქ თოქათში ერთ-ერთმა მოქალაქემ  ჰობად დეკორატიული ჯიშის ქათმების მოშენება დაიწყო რა, ახლა იგი, თურქეთის გარდა 7 ქვეყანაში მათი კვერცხის ექსპორტს ახორციელებს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები