თურქული პრესა 22.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1150451
თურქული პრესა 22.02.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაბურღვითი სამუშაოები დაიწყება 2 გემით კვიპროსის ირგვლივ. გუშინ აიდინში ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლების შეხვედრაზე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ეგეოსის ზღვის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის და კვიპროსის გარშემო არსებული ნახშირწყალბადების სიმდიდრე თურქეთისათვის სტრატეგიული მიზანი და ეროვნული საკითხია. "არასოდეს მიგვიცია უფლება კვიპროსის თურქი ხალხის და თურქეთის უფლებების დარღვევისა და ამას არც ამის შემდეგ დავუშვებთ"- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ინდოეთიდან თურქეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შარშან 2017 წელთან შედარებით 80 პროცენტით მეტი იყო. ინდოეთის ელჩმა ანკარაში, სანჯაი ბათაჩარიამ განაცხადა, რომ ინდოელი ტურისტები უპირატესობას სტამბოლს, კაპადოკიასა და ანტალიას ანიჭებენ და დაამატა: „ერზურუმის, ვანის ტბის, ყარსის, ტურისტებისათვის ერთ პაკეტში შეთავაზება შესაძლებელია და ეს ინდოელი ტურისტების დაინტერესებასაც გამოიწვევს. ამასთანავე შავი ზღვის რეგიონსაც ამ ასპექტში დიდი პოტენციალი აქვს.“

თურქეთის ქარის დამონტაჟებული სიმძლავრის რაოდენობა გასულ წელში წინა წელთან შედარებით 497 მგვტ-ით გაიზარდა  და 7 ათას 369 მგვტ-ს მიაღწია- წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ამგვარად, თურქეთმა, 2018 წელში ქარის დამონტაჟებული დამატებითი სიმძლავრის თვალსაზრისით ევროკავშირის (EU) ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებს და უკრაინისა და რუსეთის ჩათვლით 38 ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი დაიკვა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ევროკავშირთან (EU) სავაჭრო დეფიციტის მინიმუმამდე დამყვანმა თურქეთმა შარშან 77.3 მილიარდი ევროს იმპორტის სანაცლოდ 76.3 მილიარდი ევროს ექსპორტი განახორციელა. თურქეთმა 153 მილიარდი ევროს სავაჭრო ბალანსში 2018 წელში დეფიციტი 1,2 მილიარდ ევრომდე შეამცირა და წელს სავაჭრო ბალანსის გადაჭარბებაა მოსალოდნელი. თურქეთის მიერ დეფიციტის აღმოფხვრასთან ახლო წერტილში მისვლა მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევა.

და ბოლოს, გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელში 8 მილიონ 383 ათასმა თურქეთის მოქალაქემ, რომლებიც საზღვარგარეთ გაემგზავრნენ, მათ შორის 80.4% პიროვნულად, 19.6%  პაკეტის ტურის ფარგლები, მთლიანობაში 4 მილიარდ 896 მილიონი დოლარი დახარჯა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TSI) ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მოქალაქეების გასულ წელში საზღვარგარეთ  საშუალო ტურისტულმა ხარჯმა ერთ სულზე 584 დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები