თურქული პრესა 13.02.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1144178
თურქული პრესა 13.02.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak -ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მათ გამოააშკარავეს ქურთი სეპარატისტების კავშირი  დეაშელებთან. “ერთი კვირის წინ თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენმა თანამშრომლებმა ბომბით დატვირთული ავტომანქანა დააკავეს და მასში მყოფების დაკავებამ, ტერორისტების ფარული ზრახვები გამოაშკარავა. ასე რომ, ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ ქურთულ ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს, მძევლად ჰყავს აყვანილი DEAŞ-ის 100-მდე წევრი და მათი განთავისუფლების მიზნით, დეაშელები აქტიურად თანამშრომლობენ რა ქურთ სეპარატისტებთან, ერთობლივ ანტი თურქულ დივერსიებს ამზადებენ“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, წერს იენი შაფაკი   

Haber Türk-ი იტყობინება, რომ შიდა ტექნოლოგიური კომუნიკაციის ყველაზე დიდმა ოპერატორმა Turkcell-მა,  5G-ის მიერ კონტროლირებადი და 360 გრადუსიანი 4K გამოსახულების, ვირტუალური რეალობის სათვალეებზე პირდაპირ გადამცემი ადგილობრივი დრონე შექმნა. ამ დრონეს მეშვეობით, შეიძლება განხორციელდეს როგორც სამრეწველო ზონებში ნავთობისა და გაზის მილსადენების კონტროლი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებული ტერიტორიების კონტროლიც. გარდა ამისა, 360 გრადუსიანი 4K გამოსახულების გადამისამართების ფუნქციის წყალობით, შესაძლებელი იქნება ასევე კონცერტების ან სხვა ღონისძიებების გადაცემა ვირტუალური რეალობის სათვალეებში, აღნიშნავს ჰაბერთურქი

Vatan-ი წერს, რომ ენერგეტიკის სფეროში ახალი ინვესტიციების დაბანდებამ, დადებითი ნაყოფების მოცემა დაიწყო და მის ფარგლებში, თრაკიაში გაჭრილ ჩელთიკ-1-ის ჭაბურღილში, დიდი რაოდენობით ბუნებრივი გაზი აღმოაჩინეს. ენერგეტიკოსების აზრით, თრაკიაში ფიქალის გაზიც დიდი ოდენობით არსებობს და ხსენებულ ტერიტორიაზე უკვე აღმოჩენილია 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, რომლის  60%-ი სწორედ ფიქალის გაზზე მოდის

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში ქარის ენერგიის განვითარების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს აშუქებს და წერს, რომ ამ ანგარიშის თანახმად, თურქეთის ქარის ენერგიის სიმძლავრე გასულ წელს 7,2-ით გაიზარდა, რაც 497 მგვტ-ის ეკვივალენტია და მთლიანობაში 7369 მეგავატი შეადგინა. ამავე ანგარიშით, ქარის ენერგიის განვითარებით ოლქებს შორის 1405 მეგავატით იზმირი პირველ ადგილზეა, ხოლო მას ბალიქესირი და მანისა მოჰყვებიან

Sabah-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ ფიფას წევრი 47 ფედერაციის ხელმძღვანელთა სამიტი დღეს სტამბოლში დაიწყება და ორ დღეს გასტანს რა, მისი დასრულების შემდეგ, კონკრეტულად კი 15 თებერვალს, ფიფას პრეზიდენტი გიანი ინფანტინო პრეს კონფერენციას გამართავს



მსგავსი ინფორმაციები