თურქული პრესა 10.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1122836
თურქული პრესა 10.01.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოში სიდიდით მე-13-ეა და წლის ბოლომდე იგი კიდევ უფრო ზედა რიგებში გადაინაცვლებს. „გასულ წელში ექსპორტმა 168,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. თურქეთი საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით მიმზიდველობას ინარჩუნებს. გავლილ 16 წელიწადში ჩვენს ქვეყანაში შემოსულმა საერთაშორისო ინვესტიციების რაოდენობამ 201 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ანგარიშით განცხადება გაკეთდა აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით და მასში ნათქვამია: „იდლიბში განვითარებული ბოლო მოვლენების თაოსნობით რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში იქნა შეფასებული.“

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯონ ბოლტონის ისრაელში სიტყვით გამოსვლისას სირიიდან ამერიკის გასვლისათვის სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/YPG-სთვის გარანტიის მოთხოვნის შემდეგ თურქეთში ხანმოკლე ვიზიტზე გამოხმაურება ისევ გრძელდება. ტერორისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტმა აბდულა აღარმა განაცხადა, რომ თურქეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე შეთანხმება აშშ-ს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/YPG-სა და ქურთების ერთმანეთისგან გარჩევის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. „თუ დასავლური სამყარო PKK/YPG-სთან მუშაობის საკითხზე დაჟინებას გააგრძელებს, არსებული სიცარიელე დღითიდღე გაიზრდება“-აღნიშნა აღარმა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ანგარიშზე 1 მილიონი ან მეტი თანხის მქონე მეანაბრეთა რაოდენობა გასული წლის 11 თვეში 37 ათას 340-ით გაიზარდა და 176 ათას 320-ს მიაღწია. მილიონერების ბანკებში არსებული მთლიანი ანაბრების რაოდენობამ 2018 წლის ნოემბერში 1 ტრილიონ 80 მილიარდ 73 მილიონი ლირა შეადგინა. თითო მილიონერზე 6 მილიონ 126 ათასი თურქული ლირა მოდის. საზღვარგარეთ თურქი მილიონერების რაოდენობა კი 2017 წელთან შედარებით 5 ათას 779 ადამიანით გაიზარდა და მათ ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 87 მილიარდ 85 მილიონი თურქული ლირა შეადგინა.  

და ბოლოს, ინგლისური ფინასური მომსახურების კომპანია Standart Chartered PLC-მ 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხით მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. კომპანიის პროგნოზების მიხედვით, 2030 წელში მსოფლიოს 10 უძლიერესი ეკონომიკიდან შვიდი დღევანდელი განვითარებადი ბაზრები იქნება. ამ სიაში თურქეთი მეხუთე ადგილზე მოხვდა და მან გერმანიის, იაპონიისა და რუსეთის მსგავსი ქვეყნები უკან ჩამოიტოვა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები