თურქული პრესა 07.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1120475
თურქული პრესა 07.01.2019

                                        

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, 2019 წელში პირველი პირისპირი შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტნს შორის შეიძლება ამ თვეში შესდგეს და მთავარ ყურადღებას ორმხრივ და რეგიონულ საკითხებთან ერთად სირიის პრობლემის მოგვარებასაც დაუთმობენ, ხოლო ამის პარალელურად, სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400 შეძენასთან დაკავშირებითაც

Yeni Şafak-ის პოლიტიკური მიმომხილველი თურქეთს თავშეფარებული ათასობით სირიელი ლტოლვილის სურვილს უთმობს ადგილს. ისინი ანკარას სთხოვენ, დაუყონებლივ დაიწყონ სირიის არაბული ქალაქ მენბიჩის ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს ოკუპაციისაგან განთავისუფლება, რათა დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს, თუმცა, თურქეთისაგან იმასაც ითხოვენ, რომ განთავისუფლებული მენბიჩი არ გადასცენ ესადის რეჟიმს, რადგან, იგი აქ დიდ სასაკლაოს მოაწყობს

“დიდი რეკორდი საავტომობილო სექტორის ექსპორტში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: გასულ წელს, თურქეთის საავტომობილო მრეწველობამ, წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზარდა ექსპორტი და მთლიანობაში  31.6 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული ავტომობილი გაყიდა უცხოეთში, რაც რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია და ამით უკვე ზედიზედ მე-13 წელიწადია, რაც ეს სექტორი რეკორდს რეკორდზე აუმჯობესებს

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე თურქეთის საჰაერო ფლოტის, THY-ს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ნათქვამია, რომ 60 წლის შემდეგ, დღეს პირველად დაიწყება პირდაპირი ავიარეისი ანკარიდან იტალიის დედაქალაქ რომში. ამავე განცხადებით 9 იანვრიდან THY ანკარიდან პირდაპირ ფრენებს დაიწყებს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ხოლო 18 იანვრიდან კი საქართველოს დედაქალაქ თბილისში

Vatan-ი სპორტულ გვერდზე წერს, რომ კარგა ხანია რაც ევროპელი კლუბები ინტერესდებიან ტრაპიზონის საფეხბურთო კლუბ “ტრაბზონსპორ“-ში მოთამაშე 19 წლის აბდულქადირ ომურით. ვათანი ეყრდნობა ინგლისურ გამოცემა Mirror-ის ინფორმაციას და წერს, რომ ამ ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს განთქმული ინგლისური კლუბი “ლივერპული“, რომელიც უკვე მზადაა 27 მილიონი სტერლინგი გადაიხადოს “ამჟამად ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელისთვის“   



მსგავსი ინფორმაციები