თურქული პრესა 04.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1119163
თურქული პრესა 04.01.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ ერაყის პრეზიდენტს ბერჰემ სალიჰის ოფიციალური ცერემონიით დახვდა. პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა: „თურქეთი ერაყის აღორძინებაში ყველა სახის დახმარების გასაწევად მზად არის. კონფლიქტის დროს დაზიანებული ადგილების თავიდან აშენების თაოსნობით მზად ვართ ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელში 16 მილიარდი დოლარით რეკორდი დაამყარა, ახლა კი ეს ციფრი 20 მილიარდამდე გავზარდოთ.“

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სოციალური ქსელის twıtter-ით გაკეთებული განცხადების მიხედვით, საზღვაო ძალების კუთვნილმა ფრეგატების TCG Gaziantep-ის, TCG Gemlik-ის, ერთი საზღვაო ვერტმფრენის და ორი F-16-ის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი ხომალდის USS PORTER-ის მონაწილეობით 2019 წლის 3 იანვარს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო წყლებში საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა ინფლაციის მონაცემებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში აღნიშნა: „წლის ბოლოსათვის ჩვენს ყველა მიზანს მივაღწიეთ.“ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „იენი შაფაკი“ უწყება, რომ გამოქვეყნდა თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბრის თვის ინფლაციის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ინფლაცია დეკემბერში 0,40%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ კი 20,30% შეადგინა.

და ბოლოს, გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის მუსტაფა ვარანკის გაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილ სურსათში კანცეროგენული ნივთიერების არსებობა არ არსებობის გამოსაკვლევად ადგილობრივი წარმოების მოწყობილობა თურქეთის მეცნიერებისა დ ტექნოლოგიების კვლევის ორგანიზაციამ (TÜBİTAK) "AFLAMAM"-ის სახელწოდებით შექმნა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები