თურქული პრესა 03.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1118310
თურქული პრესა 03.01.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ საბერძნეთთან, აღმოსალეთ ხმელთაშუა ზღვაში გაბურღვით სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაძაბულობაზე განაცხადა: „(საბერძნეთის) თავდაცვის მინისტრებს ასე ეუბნებიან, 'ჩვენ განებივრებული ბავშვის გვყავს.' მაგ თქვენ განებივრებულ  ბავშვს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ჩვენი უსაფრთხოების ძალების მხრიდან  რაიმე სახის უსიამოვნო ქმედება არ მოხდეს,“

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის მიერ მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე „საჭირო ინვესტიციის რაოდენობის“ შემცირების დღიდან 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 250-ზე მეტი განაცხადი მიიღო მოქალაქეობის მიღების შესახებ. 2019 წელში მოსალოდნელია ძალიან დიდი რაოდენობის განაცხადის მიღება. განსაკუთრებით მოქალაქეობის საკითხზე თურქეთს სათანადო დაწესებულებებს ტელეფონით ინგლისელები უკავშირდებიან.

ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების გადაადგილება, რომლებიც ახალ წელს თურქეთში შეხვდნენ, თურქეთის ავიახაზებმა (THY) უზრუნველყო - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. თურქეთის ავიახაზებმა ორ დღეში მსოფლიოს მასშტაბით 300 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ აღნიშნა, რომ რეისები 93%-ინი დროული აფრენით დაასრულეს.  

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში ცისფერი დროშის მფლობელი პლიაჟების რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება და 2018 წელში მათი რაოდენობა 459-მდე გაიზარდა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის გადასაზიდად კომპანია Sierra Nevada Corporation - მიერ, რომელსაც თურქები მართავენ, შექმნილი კოსმოსური ხომალდი Dream Chaser-ის წარმოება NASA-სთან გაფორმებული შეთანხმებით ბოლო ეტაპზე გადადის. კოსმოსური ხომალდის Dream Chaser-ის, რომელმაც დიზაინისა და პერფორმანსის შემოწმება გაიარა, ოქტომბერში მონტაჟისა და ტესტების ჩატარებით დასრულება იგეგმება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები