თურქული პრესა 19.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1109847
თურქული პრესა 19.12.2018

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე სამინსიტროს ბიუჯეტის თაობაზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა: „არასოდეს გარეთ ან შიგნით ქურთების მიმართ მტრობას არ ვეწევით, მაგრამ YPG-ს და PKK-სთან ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ.“ მისივე თქმით, თურქეთი რთულ პროცესებს გადის, რეგიონი ცეცხლის რკალშია და ასეთ პროცესში თურქული საგარეო პოლიტიკის წარმატებულად გატარებისათვის ძალისხმევას არ იშურებენ.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, გუშინ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის განხილვაზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ერაყის ჩრდილოეთში არსებობაზე და დასძინა: „ჩვენი ქვეყნისა და ერის უსაფრთხოებისათვის ტერორგანიზაცია  PKK-ს, იქ სადაც არსებობს, მთლიანად გაწმენდამდე ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება. არასოდეს დავუშვებთ სინჯარი გახდეს ახალი კანდილი.“

გაზეთ „ჰურიეთ“-ში მოყვანილია ვაჭრობის მინისტრის რუჰსარ ფექჯანის მიერ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელში გაკეთებული გაცხადება, სადაც მინისტრი სხვადასხვა შეხვედრების გასამართად იმყოფება. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთსა და ინდოეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 8 მილიარდ დოლარს მიაღწია და დაამატა: „ამ მოცულობაში ინდოეთის მიერ თურქეთში განხორციელებული ექსპორტის დონე უფრო მაღალია. უფრო ბალანსირებული და მდგრადი სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ.“

მსოფლიოში თხილის წარმოებასა და ექსპორტში დიდი წილის მქონე თურქეთმა ბოლო 10 საექსპორტო სეზონის მანძილზე ამ პროდუქციით 18 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - წერს გაზეთი „სტარი“. აქვე აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტი მოგება 2 მილიარდ 799 მილიონი დოლარი 2014-2015 წლები სეზონზე იქნა მიღებული, 2012-2013 წლებში კი ყველაზე მეტი პროდუქცია 301 ათას 193 ტონა გაიყიდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, მარდინმა მიმდინარე წლის 11 თვეში 3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესვლის კანდიდატ ქალაქში ტურისტები ყველაზე ხშირად ნახულობენ მარდინის ციხეს და ქვისგან ნაგებ სახლებს, ასევე სიტი რადვიეს მედრესეს, ულუ მეჩეთს, ზინჯირიესა და კასიმისეს. ტურისტები ასევე სტუმრობენ თურაბდინის მთაზე მედბარე მორ გაბრიელის მონასტერს და ღვთისმშობლის ეკლესიას, ქირქლარის ეკლესიას, დეირულზაფარანის მონასტერს, მორ იაკობისა და მორ დიმეტის მონასტრებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები