თურქული პრესა 14/12/18

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1106771
თურქული პრესა 14/12/18

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ ერდოღანის განკარგულება, რომელიც   საკანონმდებლო მაცნეში უკვე დაიბეჭდა, თურქეთმა, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაში პირველი,  „თურქეთის კოსმოსური სააგენტო“ შეიქმნა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთი, პაკისტანის შემდეგ ფილიპინებსაც მიჰყიდის „T129 ATAK“-ის სახელწოდების მოიერიშე ვერტმფრენს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებს შორის შეთანხმება რამდენიმე თვეში გაფორმდება.

„საჰაერო გიზით ანტალიაში ჩამსვლელ ტურისტთა  რაოდენობა გაიზარდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ,  „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ტურიზმის დედაქალაქად აღიარებულ ანტალიაში მიდინარე წლის, იანვარ-ნოემბრის თვეებში 12 მილიონ 513 ათას 271 უცხოელი ტურისტი ჩავიდა. ტურისტების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30%-ით  გაიზარდა. ანტალიაში ჩასული ტურისტების უმრავლესობამ საჰაერო გზა გამოიყენა. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ანტალიაში, რუსეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ.  

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის ქალაქ,  კონიაში  მევლანა ჯელალ ედ დინ რუმის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. მიმდინარე წელს მევლანას ხსოვნის 745-ე წლისთავი იმართება, რომლის ფარგლებშიც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, მის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. კონიის მერიის ორგანიზებით გამართული „შებ-ი არუზი“-ს პროგრამამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.  

გაზეთი „Star“-ის მიხედვით მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში თურქეთიდან 103 ქვეყანაში ჩაის ექსპორტი განხორციელდა. აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტის ასოციაციის (DKİB) თავმჯდომარის მოადგილის,  აჰმედ ჰამდი გურდოღანის განცხადებით, თურქეთიდან  103 ქვეყანაში განხორციელებული ჩაის ექსპორტით 6,3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები