თურქული პრესა 04.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1099917
თურქული პრესა 04.12.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაა გავრცელებული და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 14 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული,  მათ შორის 2 ლიდერთაგანი. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში ტერ ორგანიზაცია,PKK-სთან კავშირში მყოფი 598, FETÖ-სთან კავშირში მყოფი 538, DEAŞ-თან კავშირში მყოფი 17 და სხვა მემარცხენე ტერ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი 10 პირი იქნა დაკავებული.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ  თურქეთის სტატისტიკურმა  ინსტიტუტმა  ნოემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ინფლაცია 1.44%-ით დაეცა. წლიურმა ინფლაციამ კი 21.62 პროცენტი შეადგინა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობაTUSAŞ-ის,  მარკეტინგისა და კომუნიკაციების თავჯდომარე, თამერ ოზმანმა განაცხადა, რომ პაკისტანისთვის საექსპორტო  ადგილობრივი წარმოების ვერტმფრენი ATAK-ის ლიცენზიას უახლოეს ხანებში აიღებენ და პაკისტანს  ATAK-ის ვერტმფრენებს ხელშეკრულების ვადებში გადასცემენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით თურქული სერიალების ექსპორტი იწყება. სწორედ ამის ფარგლებში,  სინგაპურში გამართულ გამოფენაზე  „აღმდგარი ერთუღრული“   (Diriliş Ertuğrul)  „სატახტო ქალაქი - აბდულჰამიდი“ (Payitaht Abdülhamit), „ერთხელ ჩუქუროვაში“  (Bir Zamanlar Çukurova),  „ორმო“ (Çukur) და სხვა ათეულობით სერიალი იქნება გამოფენილი. სამინისტრო, თურქული  სერიალების ექსპორტით 350 მილიონი  დოლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო) მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი  პოემა, „დედე ქორქუთი“-ს შემდეგ მომავალი წლიდან ამ სიაში  „თურქული მშვილდოსნობის“ შესაყვანადაც შესაბამის სამუშაოებს ატარებს.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები