თურქული პრესა 28.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1096397
თურქული პრესა 28.11.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ, პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ფრაქციის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და არც სხვა რეგიონებში არ დათმობენ საკუთარ პოზიციებს. „ზოგიერთი ევროპული ქვეყნების მხარდაჭერით არასწორი ნაბიჯების გადამდგმელი  კვიპროსის ბერძნული მხარე, სახიფათო ნაბიჯებს დგამს. ბოლო დროს თვითნებურად ნახშირწყალბადების საძიებო სამუშაოების ჩატარება არასწორი ნაბიჯებია რა, მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თურქეთი არც ხმელთაშუა ზღვაში და არც სხვა რეგიონებში საკუთარ პოზიციებს არ დათმობს,“ განაცხადა ერდოღანმა.

„ჩავუშოღლუს  კრიტიკა ევროპას“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროპა, რომელიც თითქოს და დემოკრატიის სადარაჯოზეა, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოყენებულ გადამეტებულ ძალაზე არანაირ განცხადებას არ აკეთებს. თურქმა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ თურქეთში ნებისმიერი  მოვლენების დროს, ევროპა მაშინვე იწყებს დარიგებებს  მაგრამ, ანალოგიური ევროპაში როცა ხდება მხოლოდ დუმან. ეს კი მათი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციამ პაკისტანში მიმდინარე, IDEAS-ის  საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალაქ, ყარაჯში მიმდინარე გამოფენაზე, თურქეთიდან 25 ფირმა იღებს მონაწილეობას.  

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის ქალაქ, ჰათაის ალთინოზის რაიონში ათასობით წლის წინანდელი, რომის პერიოდის საფლავები ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოჩენილ იქნა. ალთინოზის გამგებელმა ბულენთ უიგურმა კი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ათასობით წლის წინანდელ საფლავებს ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შემდეგ ქალაქის არქეოლოგიურ მუზეუმში განათავსებენ რა, ეს ყველაფერი მათი ქალაქის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციის ორგანოს მიერ 2011 წლიდან დაწყებული „სანდო ინტერნეტი“-ს გამომყენებელთა რაოდენობამ 6,3 მილიონ აბონენტს მიაღწია. აღნიშნული ორგანო განსაკურებით ბავშვებისთვის სახიფათო რეკლამების და ინტერნეტ საიტების კონტროლს ახორციელებს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები