თურქული პრესა 20.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1091405
თურქული პრესა 20.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლის კონგრეს ცენტრში „პროექტ „თურქული ნაკადის“ საზღვაო ნაწილის დასრულების ცერემონია“ პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანისა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „2019 წელს ორმხრივად კულტურისა და ტურიზმის წლად აღნიშნავენ.“ პუტინმა კი დასძინა: „ერდოღანს გამოჩენილი პოლიტიკური ნებისა და გამბედაობის გამო მადლობას მოვახსენებ. ორ ქვეყანას შორის ნდობის გარეშე ასეთი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.“  

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, „თურქული ნაკადი“-თ ბუნებრივი აირი რუსეთიდან პირდაპირ თურქეთში მოვა და გაზის პირველი მიწოდება 2019 წლის ბოლო მოხდება. მილსადენით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა გაყვანილი, რუსეთიდან თურქეთს წლიურად 31.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, ამ გაზის ნახევარს თურქეთი მოიხმარს, ნახევარს კი ევროპას მიაწოდებენ.

სტამბოლის აეროპორტიდან ფრენების დაწყებიდან, 31 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე, 21 ათას 608 მგზავრმა ბილეთი შეიძინა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. აეროპორტიდან მთლიანობაში 164 ფრენა შესრულდა. აეროპორტის საერთაშორისო ფრენებით 6 ათას 13-მა მგზავრმა ისარგებლა, 27 გაფრენა 28 კი მოფრენა მთლიანობაში 55 რეისი შესრულდა. შიდა ხაზებით კი 13 ათასა 88 მგზავრმა ისარგებლა, 109 რეისი შესრულა აქედან 55 სტამბოლის აეროპორტიდან აფრინდა, 54 კი მოფრინდა.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „მსოფლიოში სიდიდით მესამე წყალსაცავის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა“, რომლის თანახმადაც, ართვინის იუსუფელის დაბაში, მდინარე ჭოროხზე აგებული 275 მეტრის სიმაღლის თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში მესამე იუსუფელის წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. მთლიანად თურქი ინჟინრების მიერ აგებული 100 სართულიანი ცათამბჯენის სიმაღლის იუსუფელის წყალსაცავის მომდევნიო წლის მეორე ნახევარში წყლით შევსება დაიწყება და 2020 წლიდან კი ელექტრო ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ანტალიის დაბა ქაშში ანტიკური ქალაქ პატარაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს მე-9 ან მე-10 საუკუნის ვიკინგების ხმალი აღმოაჩინეს. ვიკინგების ხმალთან დაკავშირებით წარმოებულ სამუშაოებში მონაწილე დოქტორმა ფეიზულა შაჰინმა განაცხადა: „რთული იქნება იმის დადგენა როგორ მოხვდა ვიკინგების ხმალი პატარაში, თუმცა ხმალი ახალ მიმართულებას მიცემს ანტიკური ქალაქ პატარას ისტორიას.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები