თურქული პრესა 19.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1090480
თურქული პრესა 19.11.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ჩაუშოღლუს ამერიკაში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-8 გლობალურ ფორუმზე დასწრების მიზნით,  ნიუ-იორკში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს დეტალურად 20 ნოემბერს ვაშინგტონში თავის კოლეგა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროს განიხილავს.

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მინისტრ აქარის კრიტიკული შეხვედრა“ და მასში ვკითხულობთ: ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე მონაწილეობის მიზნით კანადაში მყოფმა თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა აშშ-ის გენერალური შტაბის უფროს,  ჯოზეფ დანფორდს შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ მან  განაცხადა: „შეხვედრაზე  სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა YPG-სათვის ამერიკის მხარდაჭერა განვიხილეთ, რომელიც  ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ამერიკამ მათთან კავშირი რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს.  ტერ-ორგანიზაცია  YPG-სათვის ტრაილერებით და თვითმფრინავების იარაღის მიწოდება, ჩვენს ურთიერთობებს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ, ჩვენი მოკავშირეებისგან კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება გაითვალისწინონ. რადგან, PKK-სა და YPG-ს შორის არანაირი განსხვავება არ არის.“

გაზეთი „Vatan“-ი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა  განაცხადა,  რომ თურქული ნაკადის მსგავსი  პროექტები, რუსეთ-თურქეთის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველს ქმნიან.  ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თურქეთში ჩასული რუსი ტურისტებით რეკორდის დამყარებას აპირებენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ გერმანიაში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მომუშავე თურქმა ნევროლოგმა  დოქტორ, ალი ერთურქმა  „დიზკო-დიფუზური“ სახელწოდების მეთოდით, რომლის პატენტიც აიღო, თაგვის სხეული ხისტი   და  პლასტიკურის მსგავს  ფორმაში მოიყვანა. ამ მეთოდით დემენციის, დამბლის, დიაბეტის და კიბოს დაავადებების გამოკვლევა უფრო დეტალურად შეიძლება გაკეთდეს. ერთურქმა თავის ნაშრომი აშშ-ს, სან დიეგოს ნევროლოგის საზოგადოებას წარუდგინა. აღნიშნულო პროექტი ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ, Nature-შიც გამოქვეყნდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ თურქმა ავტომრბოლელმა ჯან ონჯუმ, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლისაა, ისტორიულ წარმატებას მიაღწია. სპორტსმენმა Moto3-ის ვალენსიის გრან-პრის ბოლო ეტაპზე, ასპარეზობა მეოთხე რიგში დაიწყო, მაგრამ მომდევნო ეტაპებზე კონტროლი დაამყარა და პირველ ადგილზეც გავიდა. ამით, ჯან ონჯუმ Moto3-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები