თურქული პრესა 14.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1087422
თურქული პრესა 14.11.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ,  ფუათ ოქტაის ლიბიის კონფერენციის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ,  ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ლიბიის კონფერენცია დატოვეს. „სამწუხაროდ დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ისევ ვერე გაერთიანდა. ბოლო წუთზე მოსული ბრძანებით, ზოგიერთმა წევრმა იტალიის ამ საკითხთან დაკავშირებით მასპინძლობა, ბოროტად გამოიყენა და პროცესი ცალმხრივად ჩაშალა. ზოგიერთი ქვეყნების მხრიდან პროცესის მხოლოდ საკუთარი ქვეყნების ინტერესიდან გამომდინარე დაბლოკვა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ლიბიას სტაბილურობას ვერ  მოუტანს,“ განაცხადა ფუათ ოქტაიმ.

„სტამბოლის აეროპორტიდან 15 ათასმა ადამიანმა იფრინა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ავიახაზების (THY) მხრიდან „სტამბოლის აეროპორტი“-დან  31 ოქტომბერს დაწყებული ფრენებიდან დღემდე, 15 ათასმა მგზავრმა გამოიყენა ეს აეროპორტი. ასევე 43 ათას მგზავრს ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქული თაფლი ყველაზე მეტად გერმანიაში გაიყიდა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 21 მილიონ 785 ათას 623 დოლარის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი თურქული თაფლი გერმანიაში გაიყიდა. მეორე და მესამე ადგილებზე კი აშშ და ესპანეთი გახლავთ.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 97 ათას უცხოელს თურქეთში მუშაობის ნებართვა გასცა. ამავე უწყებიდან გავრცელებული ანგარიშით, შრომის ყველაზე მეტი ნებართვა მიიღეს სირიის, საქართველოს, ყირგიზეთის, უკრაინის, ჩინეთის და თურქმენეთის მოქალაქეებმა.

გაზეთი „Star“-ის სპორტული მიმომხილველი ჩელენჯ თასი ქ-ზე მოასპარეზე ბეშიქთაშის წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ბეშიქთაშის ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ჩელენჯ თასის მეორე ტურში კოსოვოს წარმომადგენელი,  კასტრიოტი 3-0 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი კი ხვალ სტამბოლში, ბურჰან ფელექის ფრენბურთის დარბაზში გაიმართება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები