თურქული პრესა 07.11.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1083172
თურქული პრესა 07.11.2018

                                     

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა თავისი თანაპარტიელი პარლამენტარების წინაშე და შეფასება მისცა რა აშშ-ს მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს, მას უსამართლო და მიუღებელი უწოდა. "ეს არის მსოფლიო ბალანსის დარღვევისადმი მიმართული ნაბიჯი, ჩვენ ასეთ სანქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის დიპლომატიას, ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ასეთ იმპერიულ სამყაროში", - განაცხადა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი

Hürriyet-ის მიმომხილველიც აშუქებს ირანზე დაწესებულ ახალ სანქციებს და ამ თემაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს მოსაზრებას ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ სანქციებით ამერიკა არა ირანის ხელისუფლებას, არამედ ირანელ ხალხს სტანჯავს, რაც მეტად უსამართლო ქცევაა. “თურქეთი პრინციპულად წინააღმდეგია ამ სანქციებისა, ჩვენ გვჯერა, რომ რაიმე შედეგი არ ექნება ამ სანქციებს, მის ნაცვლად, დიალოგი და შეთანხმება უფრო სასარგებლო იქნებოდა ", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ

Haber Türk-ი იტყობინება, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სუდანის დედაქალაქ ხარტუმს, სადაც მას მიღება მოუწყო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ომერ ელ ბეშირმა და საუბრის დროს თურქეთის მხრიდან სუდანში ასაშენებელი სამხედრო სასწავლო ცენტრის საკითხიც განიხილეს

Star-ი ეკონომიკის განყოფილებაში თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს ანთავსებს, რომლის თანახმადაც, თურქეთში, 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საჰაერო მიმოსვლა 8.4%-ით გაიზარდა, ხოლო ამის პარალელურად საგრძნობლად იკლო საჰაერო რეისების დაგვიანებებმაც და ამით იგი ევროპის ყველაზე მოწინავე ქვეყნების რიგებში შევიდა

“სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოს ყველაზე უდიდეს საწვავის მიწოდების სისტემას ფლობს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: 29 ოქტომბერს გახსნილ სტამბულის ახალ აეროპორტში მონიტორინგი ჩაატარა  საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის გაერთიანებამ (IATA) და დაამტკიცა ამ აეროპორტის საწვავი სისტემები. სტამბოლის ახალ აეროპორტს გააჩნია მსოფლიოს უდიდესი საწვავის შენახვისა და ჰიდრანტის სისტემა, რომლის სიმძლავრე 300 ათასი კუბური მეტრია და მას ერთდროულად 512 თვითმფრინავის ავზის შევსება შეუძლია, ხოლო ამის პარალელურად 73 საწვავის მზიდი სატრანსპორტო საშუალებაც გააჩნია, რითაც მას ანალოგი არ გააჩნია მთელს მსოფლიოში



მსგავსი ინფორმაციები