თურქული პრესა 30.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1078087
თურქული პრესა 30.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავზე 2023 წლის მიზნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, სტამბოლის აეროპორტი გახსნა და განაცხადა: „60 ქვეყნის და 20 ტრილიონი დოლარის ეკონომიკის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი მსოფლიოს სატრანზიტო ცენტრი გახდება.“ ეკოლოგიურ სუფთა გარემოს მეგობარი აეროპორტისთვის 120 ათასი ადამიანი მუშაობს. აეროპორტი, რომელსაც ბევრი ინოვაცია აქვს, ბოლო ტექნოლოგიებით არის დაპროექტებული და აშენებული.  

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, სტამბოლის აეროპორტმა, რომელიც სტამბოლს ავიაციის კუთხით გლობალურ ცენტრად გადააქცევს და რომლის პირველი ფაზაც გუშინ გაიხსნა, არსებული თავისებურებებით საქმიანი სამყაროს მიერ დასახული მიზნების გაზრდა უზრუნველყო. სტამბოლის აეროპორტი, რომელიც ეკონომიკას წლიურად, სავარაუდოდ, 73 მილიარდ თურქულ ლირას მოუტანს, ექსპორტში ახალ რეკორდებს დაამყარებს. 1.6 მილიონი კვადრატული მეტრის ლოჯისტიკური ტერიტორიის და 5,5, მილიონი ტონა სატვირთო მოცულობის მქონე სტამბოლის აეროპორტი ხელს შეუწყობს უფრო მეტი თურქული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანას.

სტამბოლის აეროპორტის გახსნის შესახებ, რომელიც დასრულების შემდეგ მსოფლიოში უდიდესი იქნება, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად გაზეთ New York Times-ში ერთ მთლინად გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.  განცხადებაში მოცემულია აეროპორტის ტიტის ფორმის კოშკი, ჰაერიდან გადაღებული ფოტო და ნათქვამია „გაიცანით მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთ-ერთი აეროპორტი.“

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ მაისში ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნილი გემი „ფათიჰი“ პირველ საბურღ სამუშაოებს დღეს „ალანია-1“-ის სახელწოდების ჭაბურღილზე გააკეთებს. გემზე 200-ზე მეტი სპეციალისტი იმუშავებს. ნახშირწყალბადის საბურღი გემი „ფათიჰი“  ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირისა და ნავთობის სამძებრო სამუშაოებს ჩაატარებს. 229 მეტრის სიგრძის გემს 12 ათას 200 მეტრის სიღრმეზე შეუძლია ჩაღწევა.

და ბოლოს გაზეთი „იენი შაფაკი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „თურქეთს ხაშოგის მკვლელობის გამოძიება სურს“, რომლის თანახმადაც, ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სტამბოლში ჩასული საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი სუუდ მუჯები სტამბოლის რესპუბლიკურ გენერალურ პროკურორს ირფან ფიდანს შეხვდა. პირველი, რაც მუჯებიმ მოითხოვა იყო თურქი უფლებამოსილების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების გადაცემა, რაზეც უარი მიიღო. თურქეთმა მკვლელთა ჯგუფის თურქეთისთვის გადაცემა მოითხოვა, მუჯებიმ კი დაჟინებით მოითხოვა მათი საუდის არაბეთში გასამართლება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები