თურქული პრესა 26.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1076066
თურქული პრესა 26.10.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ვკითხულობთ: საბერძნეთის მიერე აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის  ზღვებში  დაძაბულობის შექმნის შემთხვევაში თურქეთი დაუყონებლივ შესაბამისად უპასუხებს. საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტ, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ აღნიშნულ რეგიონებში საბერძნეთის მხრიდან თურქეთის გემებზე განსახორციელებელ მორიგ თავდასხმის დროს შესაბამისად უპასუხებენ. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის  ზღვებში  საბერძნეთის ყველა მოქმედებას ახლოდან აკვირდებიან.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ამერიკულმა ნავთობის მომპოვებელმა კომპანია, Schlumberger-მა და თურქეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ (TPAO) ხმელთაშუაზღვაში საბურღი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15 მილიონ დოლარიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულ საბურღ სამუშაოებს თურქულმა გემ,  Fatih-მაც მას ტექნიკური მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. ანტალიის სანაპიროსთან პირველი საბურღი სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთში ბინების გაყიდვასთან დაკავშირებით გარემოს  დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანია, 31 ოქტომბერს სრულდება და  ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თურქები ამ კამპანიისადმი დიდ ინტერესს იჩენენ.  

„ანტალიაში 1,5 მილიონ დოლარიანი ინდური ქორწილი“  ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში  და მასში ვკითხულობთ: ანტალია  ინდური  ქორწილების მიმზიდველი  ცენტრი გახდა. ინდოეთში სამთო სექტორით დაკავებულმა კომპანია „არორა“-ს ოჯახმა ვაჟის ქორწილი ანტალიაში გადაიხადა რა, იგი ოთხ დღე-ღამეს გაგრძელდა. ინდური ტრადიციებით ჩატარებულ ქორწილისთვის მათ დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს.  

გაზეთ „Star“-ის სპორტის მიმომხილველი იტალიურ კლუბ, რომაში მოთამაშე, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ, ჯენგიზ უნდერის ტრანსფერის საკითხს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშით უნდერის ტრანსფერის მსურველთა სიაც იზრდება. ამავე ინფორმაციით, ჯენგის უნდერის ტრანსფერით ინგლისური ტოტენჰამი და მანჩესტერ იუნაიტედი, გერმანული ბაიერნი, ესპანური ბარსელონა და სხვებიც არიან დაინტერესებული.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები