თურქული პრესა 23.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1073841
თურქული პრესა 23.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მაროკოში 24-დან 27 ოქტომბრამდე გასამართ ღონისძიებაზე T129 ტიპის ვერტმფრენი საფრენ შოუს ჩაატარებს. თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის სააქციო საზოგადოება (TUSAŞ), მაროკოში გასამართ Marakeş Airshow-ში მიიღებს მონაწილეობას. TUSAŞ-ში გაკეთებული განცხადების მიხედვით, აღნიშნულ ღონისძიებაზე T129-ის ტიპის მოიერიშე და ტაქტიკური სადაზვერვო ვერტმფრენი სანახაობით გაფრენას განახორციელებს.

გაზეთი „ვათანი“ იტყობინება, რომ სტამბოლის ახალი აეროპორტი თურქეთის ავიახაზების ინტერნეტ გვერდზე საფრენი პუნქტების სიაში შევიდა და ონლაინ ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ახალი აეროპორტი სისტემაში "ISL" კოდით არის შეტანილი და პირველი კომერციული ფრენისათვის 1 ნოემბრის ფრენების არჩევაა შესაძლებელი. ახალი აეროპორტიდან პირველი რეისი 1 ნოემბერს 11.10 საათზე ანკარაში შესრულდება. თურქეთის ავიახაზები აეროპორტიდან, სადაც პირველ ეტაპზე დღიურად 5 აფრენა და 5 დაფრენა განხორციელდება, შიდა ხაზებზე ანკარაში, იზმირსა და ანტალიაში ორმხრივად თითო რეისს შეასრულებს.

იაპონური სამზარეულოს განუყოფელი კერძის, სუშის, დასამზადებლად ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გამოყვანილი თინუსის ექსპორტიდან წლის პირველ 9 თვეში 56,6 მილიონი დოლარი შემოსავალი იქნა მიღებული - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ყველაზე დიდ იაპონიის ბაზარზე წლის პირველ 9 თვეში ექსპორტზე გატანილი თინუსის რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და შემოსავალმა 56 მილიონ 587 ათასი დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული თინუსის რაოდენობა 5%-ით გაიზარდა და 6 ათას 726 ტონას მიაღწია.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქული ლეღვის „ბურსას შავის“ სახელწოდების სახეობა წელს 42 ქვეყანაში იქნა ექსპორტირებული. ამ ლეღვზე ყველაზე მეტი მოთხოვნა გერმანიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში იყო და თითოეულ ამ ქვეყანაში ექსპორტმა ათას ტონას გადააჭარბა. გერმანიაში ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 16,36%-ით 5,5 ტონიდან 6,4 ტონამდე გაიზარდა. წელს ჰოლანდიაში 1650 ტონა, ინგლისში 1468 ტონა, რუსეთში 1464 ტონა და საფრანგეთში 1278 ტონა შავი ლეღვი იქნა ექსპორტზე გატანილი.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, მალათიის ტექნოპარკში ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ერთ-ერთმა ფირმამ, ადამიანის გრძნობების სახის მიმიკების მომენტალური გაანალიზების შესაძლებლობის მქონე სისტემა შექმნა. სისტემა, რომელშიც დაახლოებით 100 ათასი სახის მიმიკაა რეგისტრირებული, კამერის დახმარებით, განსაკუთრებით ხალხმრავლობაში სახის გამომეტყველების რეგისტრირებულ მიმიკებთან შედარებით მიღებულ შედეგს მომხმარებელს მომენტალურად უგზავნის. ფირმის უფლებამოსილის ტარიკ შირეჯის განცხადებით, სისტემის გამოყენება შესაძლებელია სკოლებში, მიტინგებზე, მერიებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები