თურქული პრესა 15.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1068771
თურქული პრესა 15.10.2018

                                         

                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ბინალი ილდირიმი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში იმყოფება, სადაც ისინი აქ მცხოვრებ თურქ თანამემამულეებსაც შეხვდნენ და მათ ერთიანობისკენ და სოლიდარობისკენ მოუწოდეს

Vatan-ი ეკონომიკურ გვრდზე იტყობინება, რომ თურქეთის მრეწველობის ერთ ერთი მოწინავე კომპანია "ASELSAN“-ი ზრდის ინვესტიციებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, უფრო მეტიც, ეს ფირმა აქ ტექნოლოგიურ ცენტრსაც გახსნის, რომელშიც შეიძლება ასისტენტები გახდნენ ადგილობრივი სტუდენტები. როგორც განაცხადა ასელსანის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეჰმეტ ჩელიქმა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩრდილოეთ კვიპროსი  მსოფლიოს ერთ ერთი მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელ ქვეყნად გადააქციონ.

“ინდონეზიელი დაზარალებულები თურქულ კარვებში ცხოვრობენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: ჯერ მიწისძვრისა და შემდეგ ცუნამისგან დაზარალებულ ინდონეზიელებს ჰუმანიტარულ დახმარებას არ აკლებს თურქეთი. “ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ათასობით უსახლ-კაროდ დარჩენილი ინდონეზიელი, თურქეთის ჰუმანიტარული საზოგადოება, წითელი ნახევარმთვარის მიერ მიწოდებულ კარვებში ცხოვრობს და თურქულ ადიალებს და საბნებს ხმარობს, მათვე კვების პროდუქტებით, პირველადი მოხმარების ნივთ-საგნებით, მედიკამენტებით და წყალითაც უზრუნველყოფენ, წერს იენი შაფაკი

Hürriyet-ის მიხედვით ლონდონის ყველაზე საუკეთესო რესტორნების სია გამოვლინდა და ამ სიაში თურქული რესტორანიც შევიდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მოქმედი 2018 წლის ყველაზე   საუკეთესო 5 რესტორნის სია გამოაქვეყნა და ამ სიაში შევიდა თურქული რესტორანი "Rüya/ სიზმარი". ეს რესტორანი, რომელიც დაარსდა ანატოლიური სამზარეულოს მენიუს მსოფლიოსათვის გასაცნობად, გურმანებს სთავაზობს ყველაზე საუკეთესო და გამორჩეულ თურქულ ეროვნულ საჭმელებს და სასმელებს

Star-ი სპორტულ გვერდზე, თურქეთის პრეზიდენტის სახელზე გამართულ 54-ე ველო ტურს ეხება და წერს, რომ 2018 წლის გამარჯვებული გახდა და პირველი ადგილი დაიკავა ესპანელმა სპორტსმენმა ედუარდ პრადესმა, მეორე ადგილზე ყაზახი ველოსიპედისტი ალექსეი ლუცენკო, ხოლო მესამეზე კი ავსტრალიელი ნათან ჰაასი გავიდა



მსგავსი ინფორმაციები