თურქული პრესა 09.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1065194
თურქული პრესა 09.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ინტეგრირებულმა ბაზამ Eti Alüminyum-მა მხოლოდ აშშ-ში, ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთის მსგავს ქვეყნები წარმოებული გამჭვირვალე ჯავშნის წარმოება დაიწყო. თურქი ინჟინრების მიერ მიღწეული ეს წარმატება საბრძოლო გემების, ვერტმფრენების, დაჯავშნული ტრანსპორტისა და რაკეტებისათვის გამოყენებული სპეციალური ალუმინის დეფიციტს აღმოფხვრის.  

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ფოლადის წყალგამტარებისა და ხიდების მწარმოებელი შვედური ფირმა, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზარზე გამიზნული 100 მილიონი დოლარის წარმოებას მთლიანად თურქეთში განახორციელებს. 30 წლის მანძილზე ევროპაში მოქმედი და 10-მდე ქვეყანაში წარმოების მქონე კომპანია ViaCon-ის რეგიონალური ცენტრი თურქეთი გახდება და აქედან 50 ქვეყენას მართვას განახორციელებს.

ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ტრაპიზონში საშუალოდ 7,6 დღე რჩებიან და ერთ ადამიანზე დაახლოებით 2 ათას 340 დოლარს ხარჯავენ - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატამ ტრაპიზონის აეროპორტის საერთაშორისო ფრენების ტერმინალში ტურისტების გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი. გამოკითხულთა 81,5% ძალიან კმაყოფილია, 16.9% კმაყოფილი 1,6 % კი საშუალოდ კმაყოფილი. ტრაპიზონში სტუმრობით უკმაყოფილო ტურისტი კი არ აღმოჩნდა.  

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ მეგა იახტა "Cloudbreak"-მა ბოდრუმში ჩაუშვა ღუზა. ცნობილია, რომ იახტის ერთი კვირით დაქირავების ღირებულება 1 მილიონ 100 ათასი დოლარია. მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული იახტებიდან "Cloudbreak“-ზე განთავსებულია აუზი, საუანა, მასაჟის ოთახი კინოდარბაზი და სპორტ დარბაზი. მასზე ერთდროულად 40 სტუმარი რჩება და ღირებულება 200 მილიონი დოლარია. კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი იახტა უცნობია ბოდრუმში რამდენი დღე დარჩება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, იტალიის კლუბ „რომა“ს ფეხბურთელის ჯენგიზ უნდერის შესახებ რამდენმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მისით მიუნხენის ბაიერნის დაინტერესების შესახებ.  Corriere dello Sport-ის ინფორმციით კი 21 წლის ჯენგიზ უნდერით დაინტერესებულია როგორც მიუნხენის ბაიერნი ასევე ბორუსია დორტმუნდი. აქვე ნათქვამია, რომ იტალიის რომამ თურქი ფეხბურთელისთვის მინიმუმ 60 მილიონი ევრო სატრანსფერო თანხა მოითხოვა.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები