თურქული პრესა 08.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1064300
თურქული პრესა 08.10.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ყურადღება პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზეა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის კოეფიციენტი სხვა მრავალ ქვეყანასთან შედარებით ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მან ამის შესახებ ანკარაში, ქიზილჯიჰამამში მიმდინარე, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  27-ე საკონსულტაციო და შეფასების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა. „დღეისათვის თურქეთს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ნებისმიერ საკითხში არ ესაჭიროება. ეს როგორც საკრედიტო, ასევე ტექნიკურ დახმარებასაც შეეხება. თურქეთმა,  სსფ-ს რვეული სამუდამოდ დახურა,“ განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Sabah“-ი კი ბერათ ალბაირაქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ხაზინის  და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქმა ანკარაში ქიზილჯიჰამამში მიმდინარე, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  27-ე საკონსულტაციო და შეფასების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო.  

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეროვნული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების უფრო ეფექტიანობისთვის, ახალი თავდასხმის მოდელის შემუშავება უკვე დაიწყო.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ყოველდღიურად იზრდება. ჩინეთში 2018 „თურქეთის წლად“ იყო გამოცხადებული რა, თურქეთში მიმდინარე წელს ჩამოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობა, იანვარ-აგვისტოს თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 86,74%-ით გაიზარდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ის მიხედვით კაბადოკიის რეგიონში მდებარე 10 საუკუნეში აშენებულ ტოკალის ეკლესიის ფრესკების აღსადგენად  თურქი და იტალიელი სპეციალისტები მუშაობენ. ისინი საუკუნოვანი ეკლესიის ფრესკების აღსადგენად, სპეციალურ ქიმიკატებს და საღებავებს იყენებენ. ტოკალის ეკლესიაში განთავსებულ ფრესკებზე,  წმ. იესოს დაბადებიდან სიკვდილამდე პერიოდია  ასახული.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები