თურქული პრესა 02.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1060687
თურქული პრესა 02.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში მდებარე გარას რეგიონზე გუშინ საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის შედეგად პირველადი მონაცმებით, სეპარატისტული ტერორგანიზაციის 4 შეიარაღებული წევრი იქნა განეიტრალებული.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი, ილბერ ორთაილი, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, პროფესორმა ორთაილიმ ბეშთეფეს რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე მისი პირადი ბიბლიოთეკა პრეზიდენტის კომპლექსის ბიბლიოთეკას გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა პროფესორ ორთაილის ამ საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა. ისტორიკოს მეცნიერს და მწერალს ილბერ ირთაილის 2017 წელში ისტორიის სფეროში პრეზიდენტის კულტურისა და ხელოვნების ჯილდო გადაეცა.

ანტალიაში, სადაც წელს ტურიზმში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეკორდი დამყარდა, სექტემბრის ბოლოსათვის ჩასული ტურისტების რაოდენობამ 11 მილიონ 117 ათას 460-ს გადააჭარბა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - წერს გაზეთი „ვათანი“. მიმდინარე წელს საყურადღებოა რუსი და ინგლისელი ტურისტების რაოდენობის ზრდა. ქალაქში პირველ 9 თვეში 4 მილიონ 134 ათას 102 რუსი და 531 ათას 89 ინგლისელი ტურისტი ჩავიდა.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ASELSAN-ი მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს მუშაობას წყალქვეშა იარაღზე ტორპედო Hard-Kill-ზე (ტორპედოს წინააღმდეგ თავდაცვითი ტორპედო). კომპანიამ, თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ორგანიზაციის მხარდაჭერით წარმოებული სამუშაოების ფარგლებში მოკლე დროში ტორპედოს წინააღმდეგ თავდაცვითი ტორპედო Tork-ის პროტოტიპი შექმნა და გამოცდა დაიწყო. Tork-მა, თურქეთში პირველად ადგილზე შექმნილი ზღვის რადარის დეტექტორის ქობინით ჩატარებული საზღვაო ტესტირება წარმატებით დაასრულა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი „მედიცინის მეცნიერებისათვის მიმართულების მიმცემი 100 თურქის“ სახელწოდების კვლევაში 46 მეცნიერით შევიდა. "Turkishtime"-ს მიერ ჩატარებული „მედიცინის მეცნიერებისათვის მიმართულების მიმცემი 100 თურქის“ კვლევის შედეგებით სიაში პირველი ადგილი ნობელის პრემიის მფლობელმა პროფესორმა აზიზ სანჯარმა დაიკავა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები