თურქული პრესა 28.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1058337
თურქული პრესა 28.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საზღვრების უსაფრთხოების მიზნით დღე-ღამის და ღრუბლიან ამინდებში გამკონტროლებელი სენსორული სისტემა, რომელიც თურქეთმა ეროვნული რესურსებით აწარმოა, სირიის საზღვარზე გამოყენება დაიწყო და მნიშვნელოვანი შედეგებიც დადო. მიწის ქვეშ ჩამონტაჟებული  სისტემა საზღვრის გასწვრივ ყოველგვარ მოძრაობას 300-დან 500 მეტრ რადიუსში აფიქსირებს.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ბოშა გოგონა“-ს მოზაიკის ნაწილები თურქეთში მოაქვთ“ და მასში ვკითხულობთ: გაზიანთეფის, ნიზიპის რაიონში განთავსებულ ზეუგმას მოზაიკის მუზეუმიდან 1960-იან წლებში გატაცებული და შემდეგ,  აშშ-ს ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოჩენილი მოზაიკის ნაწილები, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავით თურქეთში მოაქვთ.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთში 2019 წელს განსახორციელებელი გამოფენების კალენდარი განისაზღვრა. თურქეთმა გასულ  წელსაც გაზაფხულზე და შემოდგომაზე მნიშვნელოვან გამოფენებს უმასპინძლა. ამ თვალსაზრისით, გასული  წლის თებერვლის თვეში 62, მარტში 67, აპრილში 76,  სექტემბერში 38, ოქტომბერში 76, ნოემბერში კი 54 გამოფენას უმასპინძლა. გამოფენების უმრავლესობა სტამბოლში, იზმირში, ანკარაში, ბურსაში, ანტალიაში და სხვა ქალაქებში გაიმართა.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით, კანადაში გამომავალმა ყოველკვირეულმა ტურისტულ  ჟურნალ,  Travelweek-მა თურქეთის ზღვების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც   2018-2019 წლებში თურქეთში ზღვების მრავალფეროვნება   ნამდვილად გაიზარდა.   ჟურნალი  ბოლო ნომერში თურქეთის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე იუწყება, რომ ქვეყანაში  ტურიზმი სწრაფად ვითარდება. იგი, 2017 და 2018 წლებში  თურქეთში ჩასულ ტურისტების რაოდენობის ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ჰოლანდიაში ყოველთვიურად გამომავალი ჟურნალი,  Platform-ა ევროპაში ყველაზე მრავალფეროვან და მშვიდი ქუჩების სახელს ასახელებს. ამ სიაში  სტამბოლში მდებარე  Balat-ის ქუჩაც მოხვდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები