თურქული პრესა 20.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1053293
თურქული პრესა 20.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ამერიკული კომპანიების თურქეთის წარმომადგენლებს ბეშთეპეს რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალის ბაზრის პრინციპებზე კომპრომისზე არ წავლენ და დაამატა: „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ინვესტიციებითა და ვაჭრობით გაძლიერდება. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში ნაბიჯებითა და ინვესტიციებით გაძლიერდება.“ მან ასევე დასძინა, რომ პოლიტიკური საკითხების ეკონომიურ საკითხებში არევა არასწორად მიაჩნია და გამბედაობითა და დიპლომატიით პრობლემებს გადალახავენ.

თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლის შედეგები კონკრეტულად გამოჩნდა - წერს გაზეთი „ვათანი“. აქარმა ბეშტფეს კულტურისა და კონგრეს ცენტრში პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მონაწილეობთ გამართულ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ბოლო 45 დღეში ქვეყნის შიგნით და საზღვრის მიღმა ჩატარებული დიდი და საშუალო მასშტაბების სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების შედეგად მთლიანობაში 366 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, მრეწველობისა და ტექნოლოგის მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციის მიერ 24-ედ გამართულ თურქეთ-იაპონიის საქმიანი საბჭოს ერთობლივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთსა და იაპონიას შორის ძველი ისტორიული მეგობრობა არსებობს. მისივე თქმით, იაპონიასთან ინვესტიციების ორმხრივად წახალისების და დაცვის ხელშეკრულება 1993 წელში გაფორმდა და დაამატა: „ახლა კი გრძელდება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ამ შეთანხმების ადგილს დაიკავებს და ინვესტორებს ახალ უფლებებს მიანიჭებს. ჩვენი სამინისტრო ამ შეთანხმების საინვესტიციო ნაწილზეა პასუხისმგებელი. ჩვენი მიზანია ამ მოლაპარაკებების ყველაზე გვიან 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულება.“

ესქიშეჰირში მოქმედი თურქეთის ლოკომოტივების და ძრავების მრეწველობისა (TÜLOMSAŞ) და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) გადაზიდვებისა და სამხედრო ელექტრონული მრეწველობის (ASELSAN) მიერ წარმოებული ახალი ჰიბრიდული ლოკომოტივი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ გამოფენა InnoTrans-ზე იქნა წარმოდგენილი - წერს გაზეთი „საბაჰი“. მსოფლიოს უდიდეს სარკინიგზო გამოფენა InnoTrans 2018 ზე წარმოდგენილი ჰიბრიდული ლოკომოტივი, რომელიმე ლიცენზიის გარეშე დამზადებული პირველი ადგილობრივი ლოკომოტივია. ამ პროექტით თურქეთი, ჰიბრიდული მანევრირების ლოკომოტივის შემქმნელი და მწარმოებელი მსოფლიოში ამ ტექნოლოგიის მქონე მეოთხე ქვეყანა გახდა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის ორგანიზაცია, სტამბოლის ავიაციის, კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალის TEKNOFEST-ის ფარგლებში ვირტუალურ სამყაროში დამთვალიერებლებისთვის საკუთარ ანგარს გახსნის. თურქეთის ტექნოლოგიური ნაკრების ფონდისა და სტამბოლის მერიის მიერ 20-დან 23 სექტემბრამდე სტამბოლის ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩასატარებელი TEKNOFEST-ი ერთმანეთისგან განსხვავებულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები