თურქული პრესა 14.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1049414
თურქული პრესა 14.09.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ ყაზახეთის პრეზიდენტ,  ნურსულთან ნაზარბაევმა თავის თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის გააგრძელებს ყაზახეთის გვერდით დგომას. პრესკონფერენციის დროს ნაზარბაევმა კი აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის პროექტების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ქალაქ, კონიის მე-3 სამხედრო ბაზაზე,  3 სექტემბერს დაწყებული „TURAZ Şahini-2018“  სამხედრო წვრთნების ფარგლებში, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების MiG-29 ტიპის და თურქეთის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა ერთობლივი საწვრთნელი ფრენები განახორციელეს. აღნიშნული წვრთნები დღეს დამთავრდება.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით სტამბოლში მიმდინარე, საველე ექსპო თავდაცვის, საავიაციო და  კოსმოსური სამრეწველო გამოფენაზე სიტყვით გამოსულმა შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) მწარმოებელ ფირმა, „ბაირაქტარი“-ს გენერალურმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ამერიკა მათ ფულითაც კი არ ჰყიდიდა უპილოტო საფრენ აპარატებს, მაგრამ ამჟამად თურქეთს კვირაში ერთი აპარატის წარმოება შეუძლია.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის  შავ ზღვაზე აშენებული პირველი,  და მსოფლიოში მეორე, ორდუ-გირესუნის აეროპორტის გამომყენებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ამ რიცხვმა, 2 მილიონ 800 ათას გადააჭარბა. აღნიშნული აეროპორტი 2015 წლის 22 მარტს შევიდა ფუნქციონირებაში.  

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღება იპყრობს სპორტული სტატია და მასში ვკითხულობთ: იტალიურ კლუბ, „რომა“-ში მოთამაშე თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ჯენგიზ უნდერი კლუბის ახალი სეზონის ფორმის პრეზენტაციისათვის გამართულ ღონისძიებაზე გულშემატკივრებს შეხვდა. ღონისძიებაში ასობით რომა-ს გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. მეორეს მხრივ, რომა-ს ახალი ფორმის პრეზენტაციისათვის მომზადებულ ვიდეორგოლში ჯენგიზ უნდერმაც მიიღო მონაწილეობა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები