თურქული პრესა 06.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1044345
თურქული პრესა 06.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ქალაქ იდლიბზე რუსეთისა და ბაშარ ასადის თავდასხმებზე, რომლებმაც აქ სამოქალაქოებში მსხვერპლი გამოიწვია, განაცხადა“ ნურავინ მოიტყუება. ამ თავდასხმების მიზანი იდლიბის აღებაა.“ მინისტრმა იდლიბში რადიკალური ჯგუფების არსებობის მომიზეზებით სამოქალაქოებს დაბომბვებთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია გამოხატა და დასძინა: „თუ ამ ჯგუფების წინააღმდეგ ხართ, ალეპოდან, აღმოსავლეთ გუტადან, ჰუმუსიდან და სამხრეთიდანაც კი ესენი იარაღით რატომ შეიყვანეთ იდლიბში?“

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ინვესტორებისათვის მიცემული ნდობით ყველაფერი კარგად იქნება. მან ასევე დასძინა: „მალე ახალი ეკონომიკური პერიოდის ეტაპების დაწყებით საერთაშორისო მოთამაშეების ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები გაიზრდება და ამის მოწმე ყველანი ერთად ვიქნებით.“ ალბაირაქის თქმით, თურქეთის მრავალმხრივი ეკონომიკური პროგრამით ინვესტორებისათვის მიცემული ნდობა კიდევ უფრო გაიზარდება.

მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა და ფინანსისტმა ჯიმ როჯერსმა ინვესტორებს თურქული აქტივების შეძენა ურჩია - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. „ჭკვიანი ადამიანები ამჟამად თურქულ აქტივებს იძენენ. ინვესტიციის დაბანდება რომ მინდოდეს თურქეთში არსებულ აქტივებს შევიძენდი“ -განაცხადა როჯერსმა. მისივე თქმით, აშშ-ის თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება სიგიჟეა და გრძელ ვადებში ეს ზიანს აშშ-ს მიაყენებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის პროექტში მონაწილე თურქული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის სია გამოაქვეყნა. თვითმფრინავის 19 წერილიდან შვიდში თურქული თავდაცვის მრეწველობის ფირმის პროდუქციაა გამოყენებული. თვითმფრინავის კრიტიკული ნაწილების მწარმოებელი თურქული ფირმები F 35-ების დროულად წარმოებასა და ჩაბარებაში დიდ როლს თამაშობენ.

და ბოლოს, თურქეთში ბოლო პერიოდში საქორწილო ტურიზმისათვის ჩამოსული მდიდარი ტურისტების რაოდენობა გაიზრდა  - წერს გაზეთი „საბაჰი“. თურქეთში ქორწილის გადახდას უპირატესობას ანიჭებენ წყვილები ახლო აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით თურქეთში ბოლო პერიოდში გაიზარდა ინდოეთისა და ლიბანის მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულთა რიცხვი. ბოლო 7 თვეში ინდოეთიდან ქორწილისთვის ჩამოსულთა რიცხვი 95%-ით გაიზარდა და 83 ათასს, ლიბანიდან კი 43%-ით გაიზარდა და 155 ათასს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები