თურქული პრესა 27.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1038239
თურქული პრესა 27.08.2018

 

                      

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზეიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ბიზანტიელებზე მალაზგირთის გამარჯვების 947-ე წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ვიდეო რგოლი გაავრცელა, რომელშიც თურქი ხალხის მალაზგირთის ბრძოლაში გამარჯვების და თურქების ანატოლიაში დამკვიდრების ისტორია დეტალურად არის გაშუქებული. ეს ვიდეო მოკლე დროში ასი ათასობით ადამიანმა ინახულა და ამ მხრივ რეკორდიც კი დამყარდა, წერს იენი შაფაკი  

“რეკორდი თურქეთის თავდაცვის მრეწველობაში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მოწინავე კომპანია ROKETSAN-მა,  არაბეთის გაერთიანებული საემიროებისათვის შექმნა ჯაბარას მრავალლულიანი სისტემა ლანჩერი, რომელიც 240 სარაკეტო ლულის რაოდენობით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი, 122 მილიმეტრიანი ეს სარაკეტო სისტემა 10 ბორბლიან ნახევარ მისაბმელიან პლატფორმაზეა განლაგებული, გააჩნია 4 ცალი რაკეტების სასროლი დანადგარი და ერთდროულად 240 რაკეტის 2 წუთში სროლით შეუძლია 4 კვ კმ-ის მთლიანი განადგურება    

Vatan-ი გერმანიის ერთ ერთი ყველაზე უდიდესი საჰაერო ფლოტის, SunExpress-ის ხელმძღვანელის, ჯეინს ბიშოფის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი გერმანელ ინვესტორებს მოუწოდებს, არ მოერიდონ ინვესტიციების ჩადებას თურქეთის ეკონომიკაში, ხოლო ევროპელ ტურისტებს კი თურქეთის ულამაზეს და იაფფასიან კურორტებზე დასვენებას ურჩევს. “ჩვენმა საჰაერო ფლოტმა გასულ წელს თურქეთში 8,8 მილიონი ტურისტი ჩაიყვანა და რეკორდული რაოდენობის, 1,5 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო. მიმდინარე წელსაც და მომდევნო წლებშიც უფრო კარგ შედეგებს ველით“, განაცხადა ბიშოფმა, ვკითხულობთ ვათანში

Star-ის ცნობით, ამიერიდან თურქეთში ნავთობის სეისმური კვლევა-ძიება ჰაერიდანაც მოხდება. გაზეთი იტყობინება, რომ თურქეთის ნავთობ კომპანია Türkiye Petrolleri-მ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში ნავთობის საძიებო სამუშაოები ჰაერიდან დაიწყო, რისთვისაც სპეციალური თვითმფრინავი დაიქირავა ინგლისიდან.  “ეს თვითმფრინავი ავლენს გრავიტაციულ განსხვავებულებებს და ადგენს შესაძლო ნავთობის ველებს“, ხაზს უსვამს სტარი

Sabah-ის სპორტული გვერდი კი იტყობინება, რომ მუგლას ოლქი მზად არის რალლის მსოფლიო ჩემპიონობის მასპინძლობისათვის, რომლის წლევანდელი, მე-10 ტური 13-16 სექტემბერს საკურორტო ქალაქ მარმარისში გაიმართება. აქაური რალლის ტრასის მთლიანი სიგრძე 896 კმ-ია, თუმცა ჩემპიონატი 176 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება და მას პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელი იხილავს. ამ ჩემპიონატის დასკვნითი ტური 16 სექტემბერს,  Power Stage-თი, ე.ი. წამახალისებელი ეტაპით დასრულდება, წერს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები