თურქული პრესა 10.08.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1029710
თურქული პრესა 10.08.2018

 

                        

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HaberTürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, გაეროს მრჩეველმა სირიის საკითხებში ჯეინ ეგელანდმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი, თურქეთი და ირანი ერთობლივ ძალისხმევას არ გამოიჩენენ და საჭირო ზომებს არ მიიღებენ, მაშინ, ქალაქ იდლიბში საფრთხის ქვეშ მოჰყვება ასი ათასობით სამოქალაქოს სიცოცხლე. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში თურქეთის ხელისუფლებას მოსთხოვენ, რომ საზღვრები გახსნან და სირიელი ლტოლვილების ახალი ტალღა მიიღონ, წერს ჰაბერთურქი

Hürriyet-ი იუწყება, რომ სტამბოლის რიგით მესამე აეროპორტის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უდიდესი იქნება, მშენებლობის 95%-ი უკვე დასრულებულია, უფრო მეტიც, უკვე ცნობილია პირველი რეისის თარიღი და მარშრუტი. “ახალი აეროპორტი ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 95-ე წლისთავზე გადაეცემა, პირველი შიდა რეისი 31 ოქტომბერს 14:00 საათზე სტამბოლ-ანკარას შორის შესრულდება, ხოლო უცხოეთში კი ჩრდილოეთ კვიპროსსა და აზერბაიჯანში განხორციელდება, აღნიშნავს ჰურრიეთი

“THY-მ ახალი რეკორდი დაამყარა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabahში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საჰაერო ფლოტმა, THY-მ იანვარ-ივლისის მგზავრთა გადაყვანის მონაცემები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, წელს, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით THY-მ, 15,2%-ით მეტი მგზავრი, ე.ი. 43,2 მილიონი მგზავრი  გადაიყვანა, რაც ახალ რეკორდს წარმოადგენს. ამავე მონაცემებით ქვეყნის შიდა ხაზებში მატებამ 17%-ი, ხოლო საზღვარგარეთის მარშრუტებში კი 14%-ით მოიმატა. მოკლედ, მიმდინარე წლის 7 თვეში მგზავრთა დატვირთვამ 81,2%-ს შეადგინა, რაც ასევე 4%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, ვკითხულობთ საბაჰში

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სისტემა დღითიდღე ვითარდება და ძლიერდება, წერს Star-ი და ამატებს: ამ ახლო დღეებში ამ სისტემას კიდევ ერთი ახალი მისია დაემატა. თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტსა (SSB) და თურქულ სამხედრო სამრეწველო კომპანია ASELSAN-ს შორის ხელი მოეწერა საჰაერო პლატფორმის შორიდან მართვის მხარდაჭერისა და ელექტრონული შეტევითი უნარის (AIR SOJ) პროექტის შეთანხმებას, რომლის ფარგლებში 2023 წელს თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებს 4 ცალი ელექტრონული საოპერაციო მისიის სამხედრო თვითმფრინავი გადაეცემა. საჰაერო სივრცის სისტემებთან ინტეგრირებული ეს თვითმფრინავები ომის დროს გამოყენებული იქნებიან სამხედრო მიზნებისთვის, ხოლო მშვიდობიანობის პერიოდში შემაკავებელი  ელემენტების როლს შეარულებენ. მოკლედ, ამ ახალი სისტემით, თურქეთის სამხედრო საჰაერო ფლოტს მნიშვნელოვანი ძალა მოემატება, ასკვნის Star-ი



მსგავსი ინფორმაციები