თურქული პრესა 10.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1009356
თურქული  პრესა 10.07.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ  „Sabah“-ით რომელშიც, ერდოღანის ინაუგურაციაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს ახალი მთავრობის შემადგენლობის დასახელების  დროს განაცხადა: „დღეს,  95 წლიანი სახელმწიფოებრიობის ახალი სისტემის, ახალი მთავრობის შემადგენლობით ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ქვეყნის აყვავებისთვის მოვდივართ. მოსახლეობის ჩვენდამი ნდობა, ძლიერი თურქეთისთვის უნდა გამოვიყენოთ“.

გაზეთ „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ცერემონიალზე დამსწრეებს შინაარსობრივი საჩუქარი“ და მასში ვკითხულობთ: გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ამ დღისადმი  სპეციალურად გამოშვებული  1 ლირის მონეტები გადაეცათ, რომელზეც წერია, „რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტი“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ მიუხედავად თურქეთ-აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  PKK მემბიჯს არ ტოვებს. ადგილობრივი მოსახლეობა კი თურქეთისგან ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებას და რეგიონის ტერორისტებისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ  თურქეთის ტექნიკის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით  20%-ით გაიზარდა და   8,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთ  „Yeni Şafak“-ის მიხედვით თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ, მუღლას მარმარისის რაიონში კაიმანის კუნძულების დროშით მცურავი  მეგა იახტა  „Faith“-ი  შევიდა, რომელის ღირებულებაც 200 მილიონი დოლარია, ხოლო სიგრძე 97 მეტრი. მეგა იახტმა რაიონში დიდი ყურადღება მიიპყრო.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები