თურქული პრესა 06.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1006934
თურქული პრესა 06.07.2018

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, მონტენეგროში, იგივე ჩერნოგორიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეტტინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ მათ პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საზღვაო ძალებისგან 4 საბრძოლო კორვეტის შეკვეთა მიიღეს და მათი უწყება შეუდგა ამ შეკვეთის შესრულებას. “ეს იქნება თურქული კორვეტების პირველი ექსპორტი და მალე სხვა ქვეყნებისგან შეკვეთებსაც მივიღებთ“, განაცხადა ჯანიქლიმ, წერს სტარი

Vatan-ის ცნობით, გერმანიის კონტრდაზვერვის საკონსტიტუციო დაცვის სააგენტომ დაადგინა და აღიარა, რომ სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული დაჯგუფება PYD/YPG-ე, საფრთხეს უქმნის სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს რა, იგი თურქეთში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიულ განშტოებას წარმოადგენს

“მერკელმაც მოინანია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ:  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, სირიელ  ლტოლვილთა კრიზისის ერთობლივად მოგვარების გადაწყვეტილების მიღების მიზნით ბერლინში უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდა და მათ ამ საკითხში ვერ მიაღწიეს რა შეთანხმებას, მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირმა ძალზედ დიდი გულგრილობა გამოიჩინა სირიელი ლტოლვილების მიმართ, არ დაეხმარა თურქეთს მათ შენახვაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანკარამ ბოლომდის შეიფარა მილიონობით სირიელი ლტოლვილი

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ საზაფხულო სეზონი წელს ბარაქიანად დაიწყო თურქეთის კურორტებზე, რადგან, ყველგან ფაქტიურად 100%-ით გაივსო სასტუმროები და პანსიონატები. “ასე რომ, წელს რეკორდი დამყარდება თურქეთში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობაშიც და ტურიზმის შემოსავალშიც“, იმედს გამოთქვამს საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი

Vatan-ი სპორტულ გვერდზე ცურვის მოყვარულებს ახარებს, რომ ფინეთში,   ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცურვაში, თურქმა სპორტსმენმა სელენ ოზბილენმა 100 მეტრის ფინალში 00:55:69 მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ამავე მაჩვენებლით მან თურქეთში 17-18 წლის ასაკის მოცურავეებს შორის ქვეყნის რეკორდი გააუმჯობესა



მსგავსი ინფორმაციები