თურქული პრესა 19.06.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

994923
თურქული  პრესა 19.06.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქმა ჯარებმა მემბიჯში პატრულირება დაიწყეს“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ქალაქ სამსუნში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მემბიჯის გარე უბნებში განლაგებულ თურქ სამხედროებმა პატრულირება დაიწყეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ რუსეთში თურქეთიდან ბალის ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 117%-ით გაიზარდა და 12 ათას 900 ტონა შეადგინა. თურქეთიდან საზღვარგარეთ ექსპორტირებული ბალის 28%-ი მხოლოდ რუსეთში გადის.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ მსოფლიოში უდიდეს სამშენებლო ხომალდი „Pioneering Spirit“-ი, რომელიც „თურქული ნაკადი“-ს მილების ღრმა წყლებში  ჩასაწყობად მუშაობს, დარდანელის სრუტე (ჩანაქკალე) გაიარა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ თურქეთში უმუშევართა რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,6%-ით შემცირდა. ინვესტორები და ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ უმუშევართა რიცხვი მალე კიდევ შემცირდება და ერთ ნიშნა ციფრზე დავა.

გაზეთი „HaberTürk“-ი იტყობინება, რომ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით ბალიქესირის ედრემიტის ყურეში ჩასული დამსვენებლებით ადგილობრივმა  მეწარმეებმა დიდი შემოსავალი ნახეს რა, მათთვის ეს ბაირამი  ორმაგად სასიხარულო გახდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები