თურქული პრესა 12.06.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

990759
თურქული  პრესა 12.06.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ყურადღება ერდოღანის განცხადებაზეა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ქალაქ,  ნიდეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქანდილში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყეს. მისივე თქმით პირველ ეტაპზე 20 საბრძოლო თვითმფრინავით ტერორისტების 14 მნიშვნელოვან ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანეს და მთლიანად გაანადგურეს ისინი.

გაზეთი „Sabah“ წერს, რომ თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4%-ით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით,  ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,4%ით გაიზარდა.  ეკონომიკის ზრდის ასეთი  მაჩვენებელით თურქეთი,   ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ, ხოლოG20-ს ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.

„სტამბოლში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა 25%-ს არაბები შეადგენენ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სასტუმროების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადა,  2018 წლის პირველ ოთხ თვეში სტამბოლში 4 მილიონ 200 ათასამდე უცხოელი ტურისტი ჩავიდა და ამათგან ყოველი ოთხი ტურისტიდან ერთი არაბია.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ  თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მრჩეველმა  ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ბორის მადნეულის გადაუმუშავებელად გაყიდვა ტონა 200 $-ს შეადგენს, გადამუშავების შემთხვევაში მისი ფასი 300-400 ათასი $-ს აღწევს რა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთში ათასს გებულობს.

გაზეთი „Star“ -ი იტყობინება, რომ ბულენთ ეჯევითის სახელობის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილმა „Grizu-263“ სახელწოდების კოსმოსურმა  გუნდმა, აშშ-ში გამართულ მოდელის სატელიტურ კონკურსში  მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდნენ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები