თურქული პრესა 04.06.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

985230
თურქული პრესა 04.06.2018

 

                       

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მხრიდან რუსეთისგან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების ყიდვის საპასუხოდ, აშშ-იც მოქმედებაზე გადავიდა და მის ფარგლებში 21 ივნისს, ანკარას მეხუთე თაობის F-35A ტიპის ერთობლივი თავდასხმის თვითმფრინავების პირველ პარტიას ჩააბარებს, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფრინავების თურქეთისათვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან სენატორები

Vatan-ი ეკონომიკაზე პასუხისმგებელი ვიცე პრემიერის, მეჰმეტ შიმშექის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელიც მან გააკეთა წუხელ, ერთ ერთი კერძო ტელეარხის პროგრამაში მონაწილეობის დროს. “ჩვენ გასულ კვირას მსოფლიოს ფინანსურ ცენტრ ლონდონში ვიყავით, სადაც უცხოელ ინვესტორებს შევხვდით და ისინი დავარწმუნეთ რა თურქეთის ეკონომიკის სტაბილურობაში, უცხოეთიდან ფინანსური რესურსების ნაკადი დაიწყო, რაც კიდევ უფრო გააცოცხლებს ქვეყნის ეკონომიკას და ლირაც დასტაბილურდება“, აღნიშნა შიმშექმა, წერს ვათანი

“უცხოელი ტურისტები ბოდრუმს შემოესივნენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Haber Türk-ი და მასში ვკითხულობთ: 1 ივნისიდან თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმს ათასობით ტურისტი მოაწყდა რუსეთიდან, უკრაინიდან, შვედეთიდან და ნორვეგიიდან რა, ისინი ერთის მხრივ უმალ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზეს პატარ პატარა სოფლებს, მეორეს მხრივ კი, ტურისტული კატარღებით სანაპიროზე მდებარე სამოთხისებურ ყურეებს და ხედებს მოედვნენ.    “გუშინ, ბოდრუმში ჰაერის ტემპერატურა 32, ხოლო ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსი იყო და ტურისტებმა მზის აბაზანებიც მიიღეს და გემებით და ნავებით ლურჯ ზღვაზე მოკლე ვადიანი “ცისფერ მოგზაურობაც“ მოასწრეს, იუწყება ჰაბერთურქი

Sabah-ი კულტურის განყოფილებაში იუწყება, რომ საქარიის ოლქში მდებარე იუსტინეს სახელობის ანტიკური ხიდი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დროებით სიაში შეიყვანეს. “ეს ხიდი ჩ.წ. მე-5 საუკუნეში, აია სოფიის ამშენებელი ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინეს ეპოქაშია  აგებული და დღემდის კარგად არის შემორჩენილი, ხაზს უსვამს საბაჰი

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე ირან-თურქეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავჯდომარის, რიზა ქამის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთი უცხოელი ინვესტორებისათვის ნამდვილ საინვესტიციო სამოთხეს წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები