თურქული პრესა 31.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

982871
თურქული პრესა 31.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთსა და აშშ-ს შორის, სირიის მენბიჯის რეგიონში დასაწყებად 3 ეტაპიანი გეგმა დღის წესრიგში ჩადგა. თურქეთმა და აშშ-მა, სეპარატისტული ტერორგანიზაცია  PKK/PYD-YPG-ს სირიის ჩრდილოეთში მდინარე ევფრატის დასავლეთით ოკუპირებული მენბიჯიდან გასვლისთვის ტექნიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.   

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ცნობილ ბიზნესმენს, „თესლა“-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს, ესაუბრა და ადგილობრივი ავტომობილის წარმოებაში უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

ეკონომიკურ საკითხებზე შეხვედრების გასამართად ლონდონში მყოფმა ეკონომიკურ საკითხებზე პასუხიმგებელმა ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეხვედრებმა ძალზედ ნაყოფიერად ჩაიარა, იტყობინება გაზეთი "ვათანი"

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „OECD სტამბოლში ოფისს ხსნის“, რომლის თანახმადაც, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომლის ცენტრალური ოფისიც პარიზშია, სტამბოლშიც ოფისს გახსნის, სადაც ყველა საკითხზე შეეძლება პოლიტიკის გატარება.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ 6 ერთეული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ი ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ ჟანდარმერიის გენერალურ სამმართველოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თარიღზე 7 თვით ადრე გადაეცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები