თურქული პრესა 30.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

981963
თურქული პრესა 30.05.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ერდოღან-პუტინის სატელეფონო საუბარზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერმა  სატელეფონო საუბრის დროს სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენები,  აქქუის ბირთვული ელექტრო სადგურის,  თურქული ნაკადის ბუნებრივი აირის  მშენებლობის  და სხვა საკითხები განიხილეს.

გაზეთი „Haber Türk“-ი საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გერმანიის ქალაქ, ზოლინგენის მასიური მკვლელობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით  დიუსელდორფში,  რეინ-ვესტფალიის პროვინციაში პრემიერმინისტრის სასახლეში ხსენების პროგრამა გაიმართა, რომელშიც გერმანიის კანცლერი,  ანგელა მერკელი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამაზე სიტყვით გამოსულმა თურქმა მინისტრმა  გერმანიაში მცხოვრებ ეთნიკურ თურქების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ყოველგვარი რასისტული თავდასხმები  დაგმო.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქული სამხედრო ელექტრონული მრეწველობა ASELSAN-ის მიერ წარმოებული,  Intersept Sonar სისტემა, რომელიც წყალქვეშა გემებზე უნდა იქნეს გამოყენებული, შესაბამისი ცდები წარმატებით გაიარა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თვით ASELSAN-ი ავრცელებს, რომელშიც იგი იუწყება, რომ სისტემა მთლიანად ეროვნული წარმოებისაა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ტურისტულ ქალაქ ანტალიას მიმდინარე წელს 14 მილიონი ტურისტის მიღება აქვს მიზნად დასახული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან 28 მაისამდე მხოლოდ აეროპორტების მეშვეობით ქალაქში თითქმის 3 მილიონი ტურისტი უკვე ჩავიდა. აღნიშნულმა ციფრებმა კი წინა წლების მონაცემებსაც გადააჭარბა.

„სტამბოლში 1700 წლიანი პაგანების საფლავი აღმოაჩინეს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ,  „Vatan“-ში  და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში ფათიხის  რაიონში,  შეიხ სულეიმანის სახელობის მეჩეთის რესტავრაციის დროს მეჩეთის სარდაფში სავარაუდოდ 1700 წლიანი „პაგანების საფლავი“ აღმოაჩინეს. აღნიშნული საფლავები რამდენიმე ოთახისგან შესდგება, რომელებსაც პაგანები სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები