თურქული პრესა 11.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

968598
თურქული  პრესა 11.05.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ყურადღება ერდოღან-როჰანის შორის გამართულ სატელეფონო საუბარზეა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგა, ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ს მხრიდან ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.  თურქეთის პრეზიდენტმა,  როჰანის ასევე შესთავაზა, რომ  ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ საკითხებში ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება.

გაზეთი „Vatan“-ი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერათა ალბაირაქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ,  ბერათ ალბაირაქმა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის (YASED) საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალი დეზინფორმაციისა, უცხოელი ინვესტორები თურქეთისადმი ნდობას მაინც აგრძელებენ და  ქვეყანაში ინვესტიციების გაფართოებას აგრძელებენ.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გეგმიური სამხედრო წვრთნები  „EFES 2018“-ში ეროვნული წარმოების თავდაცვითი ტექნოლოგიებიდან სატანკო სადესანტო გემი „Bayraktar“-ი, ეროვნული კორვეტი „TCG Büyükada“, საჰაერო თავდაცვის სისტემა  „Korkut“-ი,  ლაზერული მართვადი რაკეტა „Cirit“-ი,  ლაზერული მართვადი გრძელი რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა „Umtas“-ი, თანამედროვე  შაშხანა MPT-76, სადესანტო ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Kunduz“-მა და 203 მილიმეტრიანი ჰაუბიცები  პირველად იქნა გამოყენებული.  აღნიშნულმა თურქულმა ეროვნულმა სამხედრო ტექნიკამ ამოცანები წარმატებით შეასრულეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის გენშტაბის უფროსი, ჰულუსი აქარი,  შეიარაღებული ძალების გეგმიურ სამხედრო წვრთნებს,  „EFES 2018“-ს დაესწრო და აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში და მთლიანად კუნძულ კვიპროსზე,  საერთაშორისო გარანტიორის  და ალიანსის შეთანხმებების ფარგლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააგრძელებს.

გაზეთი „Haber Türk“-ი ანტალიის გუბერნიიდან გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის,  იანვარ-აპრილის თვეში ანტალიაში 1 მილიონ 201 ათას 653 უცხოელი ტურისტი ჩავიდა.  განცხადების მიხედვით გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით რეგიონში ჩასულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 41%-ით გაიზარდა. ანტალიის გუბერნია თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ   იანვარ-აპრილის თვეში ანტალიაში  ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი,  გერმანიიდან და რუსეთიდან ჩავიდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები