თურქული პრესა 09.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

967043
თურქული  პრესა 09.05.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც იბრაჰიმ ქალინის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით,  აშშ-ს მხრიდან ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ არასტაბილურობას და კონფლიქტებს გამოიწვევს. მისივე თქმით თურქეთი ყოველგვარი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ დგომას გააგრძელებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა „ევროპის დღეებთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ქსენოფობიამ და ანტი-ისლამურმა  ტრანსფორმაციამ ევროპაში  ჩვეულებრივი პოლიტიკური  ფორმა მიიღო რაც,  ევროკავშირის მომავლისთვის მართლაც და შემაშფოთებელია“.

„მსოფლიო ბანკმა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ:  მსოფლიო ბანკმა თურქეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი   შიდა პროდუქტების მიხედვით  1,2%-ით გაზარდა და 4,7%-ზე აიყვანა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ენერგო ბაზრის მარეგულირებელი ორგანიზაციის (EPDK) მიერ გავრცელებული განცხადებით,  თურქეთში პირველად თხევადი ბუნებრივი აირის (LNG), მწარმოებელი და შემნახველი საწარმოები აშენდება რა, აღნიშნული პროექტი უკვე დამტკიცდა.  ამავე განცხადებით აღნიშნული ობიექტები ქალაქ აფიონქარაჰისარში და ჩორუმში აშენდება.

გაზეთ „Hürriyet“-ის მიხედვით  ბრიტანეთის  ელჩმა ანკარაში,  დომინიკ ჩილკოტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ინგლისიდან თურქეთში 3 მილიონ ტურისტს ელოდებიან.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები