თურქული პრესა 02.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

962305
თურქული  პრესა 02.05.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც,  ერდოღანის სეულში ვიზიტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით,  სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩავიდა სადაც მის კოლეგა,  მუნ ჯე ინისთან ერთ საათიანი პირისპირ შეხვედრა გამართა. ერდოღანმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრას შეეხო რა, განაცხადა:  „შიშის და შეშფოთების აღმოფხვრის შეხვედრა იყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს მტკიცე ნაბიჯები სამომავლოდაც გაგრძელდება“.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს სირიასა და ჰუმუსის რეგიონში მიმდინარე  ბოლო მოვლენები იქნა  განხილული.

გაზეთი „Star“-ი ალბანეთის პრემიერის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ალბანეთის პრემიერმინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა, FETÖ/PDY საშიში ქსელია. მისივე თქმით მათ ქვეყანაში აღნიშნულ ტერ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ ადამიანებს მკაცრად აკონტროლებენ.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ  რუსული ბუნებრივი აირის,  თურქეთის გავლით ევროპაში მიმწოდებელი,  „თურქული ნაკადი“ პროექტის შავი ზღვის ღია წყლებში მიმდინარე ორი მილსადენის მშენებლობა დასრულდა და თურქეთის სანაპიროსთან მივიდა. ახლა კი ხმელეთზე მიმავალი სამუშაოები უნდა დასრულდეს რა, პირველი გაზი 2019 წლის დეკემბერში უნდა გაიშვას.

„რიზა ქაიაალფი ევროპის ჩემპიონი გახდა“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, ბერძნულ-რომაული სტილში 130 კგ. წონით კატეგორიაში თურქი მოჭიდავე, რიზა ქაიაალფი რუს  ვიტალი შჩურის დაუპირისპირდა რა, იგი  2-1 დაამარცხა და მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები