თურქული პრესა 26.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

958976
თურქული  პრესა 26.04.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ტრანსანატოლიის გაზსადენის, TANAP-ის პროექტი ივნისის თვეში არჩევნებამდის გაიხსნება.

გაეთი „Yeni Şafak“-ი ესპანეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა ალვარო ნადალმა თურქეთის პრემიერმინისტრ, ბინალი ილდირიმთან ერთად „ნუევას ეკონომიკის ფორუმ“-ზე მონაწილეობა მიიღო და ფორუმის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ესპანეთსა და თურქეთს შორის ძალიან კარგი ურთიერთობები არსებობს. მისივე თქმით ორ ქვეყანას შორის როგორც ნატოს პარტნიორობაში ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებშიც მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ.

„რუსეთმა S-400-ს წარმოება დაიწყო“ ასეთის სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ იარაღით მოვაჭრე კომპანიას, “Rosoboronexport”-ის უფროს, ალექსანდ მიხაილოვის  განცხადებით თურქეთისათვის გადასაცემი,  S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის წარმოება უკვე დაიწყეს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთში ფოლადის წარმოება მსოფლიო სტანდარტებზე მაღალია რა, მიმდინარე წლის მარტის თვეში მსოფლიოში ფოლადის წარმოებამ 4%-ით ხოლო თურქეთში,  7,6%-ით გაიზარდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის სასტუმროების ასოციაციის (TÜROB) ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი  ტურისტებიდან  1,3 მილიონი დასასვენებლად თურქეთს ირჩევს.  ამავე ანგარიშით თურქეთიდან უკრაინაში ჩასული ტურისტის რაოდენობაც დასახელდა და მათი რიცხვი  270 ათასია.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები